1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების შედეგები გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაეცნოს იმ მასალებს, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა მისი კომპეტენციის ზღვარი.
3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საჩივარს იხილავს დროებითი სათათბირო ორგანო − საპრეტენზიო საბჭო და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს. შეფასების შედეგის გაუქმების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი 60 დღის ვადაში ექვემდებარება ხელახალ შეფასებას;
ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს.
4. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში, რომელიც 2 თვის ვადაში ღებულობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას;
ბ) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას.
5. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოების მიერ საჩივრის განხილვის სხდომებ