1. სტაჟიორ-გამომძიებელს უფლება აქვს:

ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელოს ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამომძიებლის უფლებამოსილებები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სახელმწიფო ინსპექტორის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც გამომძიებლის კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

2. სტაჟიორ-გამომძიებელი ვალდებულია:

ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;

ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;

დ) ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, 3 თვეში ერთხელ წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში სტაჟირების ხელმძღვანელ