1. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატი სტაჟიორ-გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას;

ბ) სტაჟიორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნულ პირს ამ წესის 36-ე მუხლის შესაბამისად ვადაზე ადრე შეუწყდება სტაჟირება;

გ) შერჩეული სტაჟიორ-გამომძიებლების მიერ სტაჟირების გავლის პროცესში გაიზრდება სტაჟიორ-გამომძიებელთა საშტატო ერთეულების რაოდენობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრების გზით შეარჩიოს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგინოს საუკეთესო კანდიდატი. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაესწროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელიც.

3. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატად პირი ირიცხება 1 წლის ვადით.

4. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების არსებობა არ შეიძლება გახდეს სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შემაფერხებელი გარემოებ