1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
2. (ამოღებულია - 07.12.2010, №3891).
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 100. გამოძიების დაწყების მოვალეობა 1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. 2. გ(ამომძიღებეულია - 07.12.2010, პ№3891). საქაროკურორი თვალდებული არიან გამოძიების და2010 წყებლის შ7 დესახკებ განმცხადებელს წერილობით ს კაცნობონ 3 დღი №3891 - ს ვადაშისმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №2კ-839აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2022
…ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2021 წლის 24 ივლისს). 9.1. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს, რომ ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის ერთ-ერთ ფორმას; ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლი გამომძიებლისა და პროკურორის პირდაპირ ვალდებულებას ადგენს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაიწყონ გამოძიება.…
საქმე №2კ-747აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2022
…დასრულებაზე; ასევე - 2021 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმს (15:56:20; 15:58:22; 15:59:00). 17. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გამომძიებლებმა გ. პ–მ და ბ. ფ–მ დაარღვიეს საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გ. პ–მ არ შეადგინა ოქმი დანაშაულის შეტყობინების შესახებ; საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, თუ როგორ მოხვდა მისი…
საქმე №ას-679-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2022
…და თბილისის მერიის თანამშრომელთა მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 332-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაზე. ამავე საჩივრის საფუძველზე, კ. ჯ–ამ მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, წინასწარი გამოძიების დაწყება აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტზე და საქართველოს სსსკ-ს 56-ე მუხლის შესაბამისად, მისი…
…უნდა იყოს სხვა პირი და არა თავად ის, ვინც ავტომანქანის მართვისას არღვევს მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესს. რამდენადაც არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოშობილა. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმასთან…
…და ითხოვა გამართლებულ ე------- ჯ-------ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ე------- ჯ-------მ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 100, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-100/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია