განაჩენი

სისხლის სამართლის 28.07.2019
საქმის ნომერი
190100119002872744
თარიღი
28.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-152-19

(№012300119005)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული რ--------------ია, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: მ--------–----------–-------------ი და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი, თ---–------–-----–------------------–--------ი, ს------–----–------------------ი,ადვოკატი: გიორგი ბერიძე,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/ პუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/ პუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ.რუსთავში, თ---–------–-----–------------------–--------ზე, ს------–----–------------------თან არსებულ შენობაში რ--------------იამ მეუღლეს მ-----–----------–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის გ-------------ას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მუცელში ჩაარტყა ფეხი, ხოლო შემდეგ თმა მოქაჩა. აღნიშნული ქმედებით მ-----–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 30 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.რუსთავში, თ---–------–-----–------------------–--------ზე, ს------–----–------------------თან არსებულ შენობაში რ--------------იამ არასრულწლოვან შვილს გ-------------ას დაარტყა ხელი იმის გამო, რომ სკოლიდან დაბრუნებისას გ-------------ამ არ გამოიცვალა ტანსაცმელი. რ--------------იას ქმედებით გ-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 30 იანვარს არასრულწლოვნის გ-------------ას მიერ მამის რ--------------იას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N008085, რითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება. 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, რ--------------ია მივიდა ქ.რუსთავში თ---–------–-----–------------------–--------ზე, ს------–----–------------------თან არსებულ შენობაში, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის ვალდებულებები.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ.რუსთავში, თ---–------–-----–------------------–--------ზე, ს------–----–------------------თან არსებულ შენობაში რ--------------იამ მეუღლეს მ-----–----------–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმა. აღნიშნული ქმედებით მ-----–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 30 იანვარს რ--------------იას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N008085, რითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან არასრულწლოვან გ-------------ასთან მიახლოება. 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, რ--------------ია მივიდა ქ.რუსთავში თ---–------–-----–------------------–--------ზე, ს------–----–------------------თან არსებულ შენობაში, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის ვალდებულებები.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა რ--------------იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ადასტურებს შემაკავებელი ორდერის დარღვევას და ამ ნაწილში ეთანხმება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არც მეუღლისთვის და არც შვილისთვის მას არ დაურტყამს. მისი განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ცხოვრობდა მ-----–----------–---–თან ერთად, მაგრამ აპირებდა რაიონში დაბრუნებას. ბავშვის მოვლის გამო მას აღარ უნდოდა მაყვალასთან ერთად ცხოვრება, იგი თავად ძალადობდა ბავშვზე და შემთხვევის დღეს ამ საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მას თავში ცოცხი ჩაარტყა და ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი. ბავშვი დედას სთხოვდა, რომ ხელი გაეშვა და ტიროდა. მ-----–----------–---–ის მიმართ დედობის ჩამორთმევის საკითხზე არ მიუმართავს არავისთვის და არც მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მისი თქმით, დაზარალებული გარდა იმისა, რომ მოწყალებას ითხოვს და ბავშვსაც ცუდად ექცევა, ნასამართლევია როგორც ქურდობისთვის, ისე პირველი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისთვის, ამიტომ მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება არ არის სანდო და დამაჯერებელი და არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ გაზიარებული.

 

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გურამ მაიასიამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

დაზარალებულმა მ-----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული რ--------------ია მისი მეუღლეა და ჰყავთ საერთო შვილი. მეუღლესთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, რადგან დიდი რაოდენობით სვამდა ალკოჰოლს და არ მუშაობდა. 2019 წლის 30 იანვარს მოწყალების სათხოვნელად იყო წასული და სახლში რომ დაბრუნდა, ბავშვმა უთხრა, რომ მამამ ტანსაცმლის გამოუცვლელობის გამო სცემა, თავად ბრალდებულმაც დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი კედელს მიანარცხა. მან შეატყობინა პოლიციას და რ--------ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ბრალდებულს აეკრძალა ბავშვთან მიახლოება, თუმცა 31 იანვარს იგი მივიდა სახლში ტანსაცმლის ასაღებად და წიხლი ჩაარტყა მას და თმაში სწვდა. ბავშვი ყველაფერს ხედავდა და აშველებდა მათ. რ--------ის დარტყმის შედეგად იგრძნო ტკივილი.

 

ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ გამომძიებლები: გ------------------–---–ი, დ---------------ე, გ-----------------ე, გ------–--–--–---–ი.

 

მოწმე გ------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 30 იანვარს რ--------------იას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა ბავშვთან მიახლოება. ამის მიუხედავად იგი რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა სახლში და როგორც გახდა მისთვის ცნობილი, ამჯერად მისი მეუღლე მ-----–----------–---–ი ითხოვდა პოლიციის დახმარებას. იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა გ-----------------ესთან ერთად და ნახეს, რომ რ--------------ია წვავდა ტანსაცმელს და მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ-----------------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ რ--------------იას დაკავების საფუძველი გახდა შემაკავებელი ორდერის დარღვევა. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა აგრესიულად იქცეოდა და მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას.

 

მოწმე დ---------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ს/მოქმედებების რეალობა. მოწმე გ------–--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 30 იანვარს შეტყობინების საფუძველზე რ--------------ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ძალითაც მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება.

 

2019 წლის 04 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარეგანი დათვალიერებით გ-------------ას სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2019 წლის 04 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარეგანი დათვალიერებით მ-----–----------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიკითხა მოწმე მ--------–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ დარტყმის შედეგად სილურჯის წარმოქმნას შეიძლება დასჭირდეს წუთებიც და საათებიც. გ-------------ა და მ-----–----------–---–ი მან შეამოწმა პირადად და რაიმე სახის დაზიანება, ან სიწითლე არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით თავის ტკივილი ხილული დაზიანების გარეშე რაიმე სახის დაზიანებად არ ითვლება, ზოგადად ტკივილი არის პირის სუბიექტური ასახვა, ხოლო დაზიანებები - ობიექტური. თმის მოქაჩვა ტკივილს გამოიწვევდა, დაზიანებაც შეიძლება გამოიწვიოს თუ ზემოქმედების ძალა დიდია. რადგან ტკივილი სუბიექტურია და შეუძლებელია დაინახო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვერ დგინდება დაზიანების ხარისხი.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმით დაცულია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ამასთან პასუხისმგებლობის საფუძველია საახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლით პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ (მათ შორის) 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა ასევე 381 1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 30 იანვრის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, რ--------------იას აეკრძალა გ-------------ასთან მიახლოება 30 დღის ვადით. ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და საქმეზე დაკითხულ პირთა განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 31 იანვარს, სახლში მისვლით, რ--------------იამ დაარღვია ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა და მის მიერ ჩადენილი ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა გურამ მაისას მიმართ ჩადენილი ძალადობის ეპიზოდში, ხოლო მ-----–----------–---–ის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს 126-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

არასრულწლოვანი გ-------------ას მიმართ ძალადობის ეპიზოდი:

 

2019 წლის 30 იანვარს, მ-----–----------–---–ისაგან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მეუღლემ ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პ-ით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათი არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. მხოლოდ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.

დაზარალებულ გ-------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დასტურდება არც სასამართლო-სამედიცინო ექსპსერტიზის დასკვნით, ვინაიდან მას გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. წინააღმდეგობრივია ამ ნაწილში მ-----–----------–---–ის ჩვენებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მეუღლის განმარტებით ბავშვი ცემა და კედელს მიანარცხა, რაც მაღალი ალბათობით რაიმე ფორმით უნდა ასახულიყო მის დაზიანებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გ-------------ას მიმართ ძალადობის ეპიზოდში ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ მისავე გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, რაც სასამართლოში არ გამოკვლეულა და გ-------------ამ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ მ-----–----------–---–ის შეტყობინება და გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ვერ გახდება რ--------------იას მიმართ ბრალდების ამ ეპიზოდში მისი მსჯავრდების საფუძველი.

 

მ-----–----------–---–ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი:

 

2019 წლის 31 იანვარს მ-----–----------–---–ის შეტყობინების მიხედვით, მეუღლე რ--------------იამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა და ცეცხლი წაუკიდა ტანსაცმელს.

 

2019 წლის 31 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისი, წითელი ხიდის მე-18 კილომეტრზე, ს------–----–------------------თან არსებულ პრობაციისა და პენიტენციალური დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის მ/ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელიც არის ყოფილი სოკოს სათბურების ადმინისტრაციის შენობა. ის წარმოადგენს ერთსართულიან ქვის შენობა-ნაგებობას რომლის ნახევარზე მეტი ფართი არის აუთვისებელი და მასში არავინ ცხოვრობს, იმ ნაწილში სადაც არავინ ცხოვრობს, შენობას არ აქვს ფანჯრები კარებები და ა.შ. ის არის კეთილმოუწყობელი და საცხოვრებლად გამოუსადეგარი. სწორედ აღნიშნულ ადგილას დაწვა რ--------------იამ თავისი კუთვნილი ტანსაცმელი. აღნიშნულ ადგილას აშკარად შეიმჩნევა ნამწვავის ნარჩენები, შენობაში ხანძრის შედეგად სხვა რაიმე დაზიანებული ან დამწვარი არ არის. შენობაში უწესრიგოდაა მიმოფანტული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და ბრალდებულის ჩვენებას, რომ 2019 წლის 31 იანვარს ძალადობას ჰქონდა ადგილი არა მ-----–----------–---–ის, არამედ თავად ბრალდებულის მიმართ, ვინაიდან როგორც დაზარალებულის, ისე შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით ირკვევა, რომ შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ ბრალდებული მივიდა სახლში და შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს. მისვლამდე მ-----–----------–---–მა სწორედ ძალადობის გამო ითხოვა პოლიციის დახმარება და ამასთან სასამართლოში განმარტა, რომ რ--------მა ფეხი ჩაარტყა მას მუცელში და თმები მოქაჩა. დაზარალებულის მხრიდან თავის ტკივილზე მიუთითა ასევე ექსპერტმა თავის ჩვენებაში, რომელმაც პირადად შეამოწმა იგი და მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი არ მიეკუთვნება დაზიანებათა ხარისხს (თუ თავზე დაზიანება არ არის ხილული ან სხვაგვარად არ დგინდება იგი), ის შესაძლებელია პირმა განიცადოს თმის მოქაჩვის შედეგად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბრალდებულის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ სახლში მისვლისას მეუღლეებს შორის ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი და იგი არ უარყოფს აღნიშნულს, თუმცა 2019 წლის 31 იანვრის ოქმით, რომლის მიხედვით ბრალდებულმა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე და არ უჩიოდა არანაირ ტკივილებს, ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უთქვამს, რომ მ-----–----------–---–მა ყელში ხელები წაუჭირა, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ ბრალდებული არ არის გულწრფელი. მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ პოლიციის გამოძახება მიზნად ისახავდა ძალადობის აღკვეთას და თუ გავითვალისწინებთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, აშკარაა, რომ ძალადობა სწორედ მ-----–----------–---–ზე განხორციელდა.

 

ბრალდების ფორმულირების და ქმედების კვალიფიკაციის შეფასებით კუთხით, სასამართლო მ-----–----------–---–ზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდში ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ რ--------------იამ ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც დამამძიმებელ გარემოებად არის დადგენილი და სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, სადავო გარემოებები საქმეზე უნდა დადგინდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და მხოლოდ დადგენის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ არის თუ არა ისინი შეთანხმებული და დამაჯერებელი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ამ სადავო გარემოების დასადგენად. ანალოგიურად ამ ნაწილში ბრალდება ეყრდნობა ისეთ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა და არასრულწლოვანმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად ძალადობის ჩადენა თავისთავად არ ადასტურებს, რომ ასეთს არასრულწლოვანის თანდასწრებით ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარეს დამატებით არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ბავშვი შეესწრო მშობლების კონფლიქტს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ძალადობის დროს რაც მ-----–----------–---–ზე განხორციელდა, მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მუცელში ფეხის ჩარტყმის ეპიზოდიც. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სასამართლოს აძლევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, სადაც არაფერია აღნიშნული ძალადობის ამგვარ ფორმაზე, შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ რ--------------იამ მ-----–----------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც გამოიხატება მისთვის თმის მოქაჩვით და მ-----–----------–---–მა განიცადა ტკივილი.

 

რ--------------იას ნასამართლობის საკითხი:

 

2016 წლის 11 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით რ--------------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, რ--------------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. რ--------------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 30 იანვრიდან.

 

2018 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პეტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებული რ-------- გ----------ე მ-----ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 3 (სამი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით ადრე. მსჯავრდებული რ-------- გ----------ე მ-----ა გათავისუფლდა პატიმრობიდან 2018 წლის 15 ოქტომბერს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა რ--------------იას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

რ--------------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდების ნაწილობრივი აღიარება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირობით გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1113811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, ვინაიდან რ--------------ია წარსულში ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით განზრახი დანაშაულისათვის.

 

საბოლოო სასჯელთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უნდა განისაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით და 2018 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პეტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

რ--------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ--------------ია ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (გ-------------ს ეპიზოდი).

 

რ--------------იას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ--------------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----–----------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1113811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1113811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ--------------იას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პეტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 წელი, 3 თვე და 15 დღე თ/ა) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ--------------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

რ--------------იას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

 

რ--------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე