განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
190100118002604646
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/611-18

(№021080818001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,ბრალდებული: თ-------------–--ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------------------–----------------------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ--------------------–-----------ში.

 

ადვოკატი: ავთანდილ გიორგაძე და იამზე ჯღარკავა,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018წლის 4 აგვისტოს და 2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდები), ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით თ-------------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის 23:30 საათზე, ქ-----------–--------–---------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, თ-------------–--მა მეუღლეს ს--------------–---ას, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რომ ს--------------–---ა მასზე იყო განაწყენებული. კერძოდ, თ-------------–--მა ს--------------–---ას მუშტი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის არეში, რის შედეგადაც ს--------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 4:00 საათზე, ქ-----------–--------–---------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თ-------------–--მა დედას, ა-------------–--ას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რომ ა-------------–--ა თ-------------–--ას სთხოვდა მისი ამჟამინდელი მეუღლე ს--------------–---ა არ გაეგდო სახლიდან და პირველი მეუღლე არ დაებრუნებინა სახლში. აღნიშნული საფუძვლით, თ-------------–--მა დედას, ა-------------–--ას, უთხრა უცენზურო სიტყვები და თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ხოლო მას შემდეგ, რაც ა-------------–--ა გაიქცა სახლიდან და დასახმარებლად მოუხმო რძალს და მეუღლეს, მათი თანდასწრებით თ-------------–--მა დედას, ა-------------–--ას, კიდევ ერთხელ დაარტყა მუშტი თავში, აღნიშნული ძალადობის შედეგად ა-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ თ-------------–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა თ-------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ორი ეპიზოდისათვის წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა თ-------------–--მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არც მეუღლისთვის და არც დედისთვის არ დაურტყამს. დედასთან კონფლიქტი მოუვიდა პირველ მეუღლესთან შერიგების სურვილის გამო, იგი ეჩხუბებოდა და საყვედურობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ერთ-ერთმა სახელად ლატიფამ უთხრა, რომ გლდანის პასაჟირი იყო, ამიტომ თავად დარეკა 112-ში და უთხრა, რომ მას უკანონოდ აკავებდნენ.

დაზარალებულმა ა-------------–--ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი შვილია და შემთხვევის დღეს ეჩხუბა პირველი მეუღლის გამო. თ------- ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შელაპარაკება მოუვიდათ. ე-–----------------ა არის თ-------ს პირველი მეუღლე, რომელთანაც იმყოფება რეგისტრიტრირებულ ქორწინებაში, მეორე - ს-------------–----ა. მის შვილს უნდოდა პირველი მეუღლის სახლში დაბრუნება და ამის გამო ეჩხუბა. როდესაც ის უყვიროდა, შეეშინდა და მეუღლესთან შევიდა ოთახში. თ-------მ თვითონ დარეკა პოლიციაში. მას უნდოდა, რომ პოლიცია მის დამშვიდებაში დახმარებოდა და უთხრა, რომ 10-15 დღე წაეყვანათ და ის გოგოც დაავიწყდებოდა. მის შვილს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თავზე 3-4 წლის წინანდელი დაზიანებები აქვს. ს-------------–---- ჩხუბის დროს სახლში იყო, ეძინა და ხმაურზე გამოვიდა. როდესაც განყოფილებაში ს------ დაკითხეს, გამომძიებელმა ეჩხუბა საბავშო ბაღში ხომ არ ხარო და ამის შემდეგ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი.

 

დაზარალებულმა ს-------------–----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ-------------–--ი მისი მეუღლეა და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. შემთხვევის დღეს მისთვის არ დაურტყამს და დაზიანება, რომელიც ფეხზე აქვს, დივანზე დარტყმის შედეგად მიიღო. რაც შეეხება დედასთან დაკავშირებულ ჩხუბს, იგი სახლში იყო და ეძინა, ხმაურზე გამოვიდა და თ------- და დედა ჩხუბობდნენ მისი სახლიდან წასვლის გამო, თუმცა თ-------ს ის არ უცემია. დოკუმენტებს ხელი ისე მოაწერა, რომ მისი შინაარსი არ იცოდა, არც ექსპერტისთვის უთქვამს, რომ თ-------ა დაარტყა.

 

მოწმე ი-----–--------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის დაქორწინებულია ბრალდებულის დედაზე ა-------------–--აზე და ცხოვრობენ გ---------ში. შემთხვევის დღეს სამუშაოდან დაბრუნდა გვიან საღამოს, მისმა მეუღლემ გააღვიძა და უთხრა, რომ შვილი ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, უნდოდათ, რომ ის დამშვიდებულიყო და ამიტომ პოლიციაში დარეკეს, ა------მ სთხოვა, რომ 10-15 დღე წაეყვანათ და დაჭკვიანდებოდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის დააკავეს დიდი ხნით. განყოფილებაში დაკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა, მაგრამ ყველაფერს არ თარგმნიდა. ჩვენებაში რატომ არის მითითებული დარტყმაზე ვერ ხნის, სწორ ჩვენება მან სასამართლოში მისცა.

 

ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ თ----------------ი და ქ--------------–--ე.

 

თ----------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს ზეპირი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. 112-დან შევიდა შეტყობინებები, რომელიც გაკეთებული იყო თემურ დაადაშევის და ა-------------–--ის მიერ. დაკითვისას ა-------------–--მა განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შეესწრო მისი მეუღლე და რძალი. აღნიშნულ საქმეზე როდესაც გამოიკითხა თ-------------–--ის მეუღლე, მან განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ თ-------ა მასაც მიაყენა შეურაცხყოფა სამზარეულო ოთახში და აჩვენა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანება, რომელიც ფეხზე ჰქონდა. ბრალდებული საცხოვრებელ სახლში დააკავეს. იგი უარყოფდა ცემას და ხელი არაფერზე მოაწერა. ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი და მისი თარგმანის მიხედვით შეადგინა ოქმები.

 

მოწმე ქ--------------–--ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო როგორც თარჯიმანმა. გარდაბნის სამმართველოში, დილის საათებში შევიდა შეტყობინება და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ა------ და ს------- გამოცხადდნენ განყოფილებაში და იძახდნენ, რომ თ-------ა ისინი სცემა, ისინი აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ, მათ მამამთილიც ახლდათ, განცხადება ა------მ გააკეთა. გამომძიებლის ნათქვამს თარგმნიდა აზერბაიჯანულ ენაზე. ორივემ მიუთითა, რომ ბრალდებულმა დაარტყა, ს-------------–----მ დალურჯებული ფეხიც აჩვენა. ჯერ ა-------------–--ა გამოიკითხა, შემდეგ ს------. ესწრებოდა ასევე ბრალდებულის დაკავებას და მასაც უთარგმნა დაკავების მიმდინარეობა.

 

მოწმე გ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 8 აგვისტოს შეამოწმა ა-------------–--ა და ს--------------–---ა. 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა-------------–--ას აღენიშნება სისხლჩაქცევა კეფის არეში მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ს------ ბ-----–--ვს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ზედაპრიზე, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ დასკვნაში ასახა ის გარემოებები, რომელიც გამომდინარეობდა დადგენილებიდან და შესამოწმებელი პირების განმარტებიდან. თარჯიმანი არ ესწრებოდა და არ დასჭირვებია. დაზიანებები დასურათებული არ არის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 112-დან გამოთხოვილი დისკი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ რეკავს თ-------------–--ი და იძახის: „ვარ პირობითის ქვეშ, დედაჩემს უნდა ჩემი დაჭერა, თავს ვიკავებ, ხელი არავისთვის ამიწევია. დედაჩემი ახლობლებს ურეკავს, რომ მოდით ჩემი ბიჭი წაიყვანეთო. ითხოვს ცხელ ხაზს, ვინაიდან ეშინია რადგან არის ნასამართლევი და აქვს პირობითი მსჯავრი. მას ხელი არავისზე აუწევია. დედამ დაუწყო ჩხუბი. რეკავს პოლიციაში და მეუბნება, რომ ციხეში გამიშვებენ, 5--------ის ნომერია, რის გამო, რადგან ნასამართლევი ვარ?.

 

მეორე ზარი განახორციელა ა-------------–--ამ, რომელიც აცხადებს, რომ სურს პოლიცია ს----–---------ში, გ---------ში, კერძო სახლში არის ა-------------–--ი, აცხადებს, რომ შვილთან აქვს კონფლიქტი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.

ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:

 

ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და შეტყობინებები, კერძოდ:

 

2018 წლის 8 აგვისტოს, გარდაბნის რაიონულ სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ქ.გ---------აში მცხოვრები ა-------------–--ა, რომელმაც განაცადა, რომ შვილმა თ-------------–--მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვს პოლიციის დახმარებას.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, 04:13:04 საათზე 112-ში ა-------------–--ამ განახორციელა ზარი, ვინაიდან ვაჟთან ჰქონდა კონფლიქტი.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, 04:15:39 საათზე 112-ში თ-------------–--მა განახორციელა ზარი და იგი აცხადებდა, რომ ჰქონდა პირობითი სასჯელი (3 წელი და 6 თვე), სახლში მისვლისას დედამ დაუწყო უმიზეზოდ ჩხუბი და იგი ითხოვდა პოლიციას ფაქტის დასაფიქსირებლად.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, 04:27:04 საათზე 112-ში თ-------------–--მა განახორციელა მეორე ზარი და იგი აცხადებდა, რომ მან გამოიძახა პოლიცია, ადგილზე მისულია კრიმინალური პოლიცია მას ემუქრება დაპატიმრებით, გამოთქვამს უკმაყოფილებას პოლიციის მიმართ და ითხოვს სხვა ეკიპაჟის მისვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. მხოლოდ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.

 

შეტყობინების, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 112-ში დაფიქსირებულ ხმოვან ჩანაწერს შორის დადგინდა მნიშვნელოვანი ცდომილება, რომლის მიხედვით ა-------------–--ა ჩანაწერში უთითებს, რომ კონფლიქტი აქვს შვილთან, ტელეფონზე საუბრისას ის არ უთითებს, რომ შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც მიუხედავად აღნიშნულისა მითითებულია ხსენებულ დოკუმენტებში. ასეთივე წინააღმდეგობრივია დაზარალებულებისა და მოწმის ჩვენებები. ა-------------–--ამ, ს-------------–----მ და ი-----–--------–მა სასამართლოში განმარტეს, რომ დედა-შვილს შორის ჩხუბი ნამდვილად მოხდა, თ------- ნასვამი იყო და ყვიროდა, თავის მხრივ ა------ ეჩხუბებოდა მას და სთხოვდა პირველ მეუღლესთან შერიგებას, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და თ-------ს დედისთვის არ დაურტყამს. რაც შეეხება ს-------------–----ს მიმართ 2018 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდდთან დაკავშირებულ ძალადობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო მასზე ძალადობა, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად თ.დადაშევის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. უნდა აღინიშნოს, რომ ს-------------–----ს თავად სამართალდამცავი ორგანოსთვის არ მიუმართავს, იგი თავად არ არის შეტყობინების ინიციატორი და ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად ოთხი დღის შემდეგ არის წარდგენილი. შესაბამისად მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დასადგენად, წარმოიშვა ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ჰქონდა თუ არა ა-------------–--ას და ს-------------–----ს მიმართ ძალადობას ადგილი, ვერ დგინდება მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის გამო.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).

 

მითითებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე თ----------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მან თარჯიმნის დახმარებით, საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაზარალებულების განმარტებით შეიტყო, რომ თ-------------–--მა მეუღლეს ს--------------–---ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის არეში, ხოლო დედას - ა-------------–--ას თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მოწმის სახით სასამართლოში იკითხება პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა ან ინახავდა დოკუმენტს სასამართლოში წარდგენამდე და დოკუმენტი მხარის მოთხოვნით საქმეზე მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა 78-ე მუხლით მოწმეთა დაკითხვა და მათი მხრიდან იმ გარემოებების დადგენა, რომელიც სცილდება დოკუმენტის ფარგლებს ან ანაცვლებს იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვერ ჩაითვლება ფაქტის დამდგენ მტკიცებულებად. სსსკ-ს 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მითითებული ნორმების ანალიზით, თ----------------ის ჩვენება არ არის ირიბი ჩვენება კლასიკური გაგებით. იგი არის პირი, რომელმაც ჩაატარა დაზარალებულების გამოკითხვა და მათი ჩვენება უნდა შეფასდეს 78-ე მუხლის ფარგლებში, დასტურდება თუ არა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც მან შექმნა. დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, რომ საპროცესო მოქმედება ჩატარდა უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით), სასამართლოს წინაშე დგას საკითხი შეაფასოს რა გარემოებების დადგენას ემსახურება მითითებული დოკუმენტი და რამდენად უტყუარია მასში გადმოცემული გარემოებები. შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა/დადასტურება არ ქმნის მასში გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობის საფუძველს, თუ იგი არ არის გამყარებული და არ ქმნის ერთობლიობას ინფორმაციის წყაროს შემოწმებით, მისი იდენტიფიცირებით.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ იმ პირის ჩვენება, რომელმაც საქმეზე ჩაატარა გარკვეული საპროცესო მოქმედება და ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მხარს დაუჭერს მისავე პოზიციას, ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება არღვევს შეფასების ობიექტურობის ზომის ბალანსს, იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს პირის ჩვენება, რომელიც იმავდროულად არის მხარე სასამართლოში, შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს არა ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ იმ პირთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც გამოძიების მწარმოებელი პირები არიან. ასეთ პირობებში კი როდესაც ფაქტის დადგენის პროცესში წარმოიშობა ეჭვი მისი უტყუარობის თვალსაზრისით, იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და ექსპერტის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ა-------------–--ას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა კეფის არეში, ხოლო ს--------------–---ას აღენიშნებოდა სისცხლჩაქცევა მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე, თუმცა დასკვნებით არ დგინდება თუ რა ვითარებაში მიიღეს და ვინ მიაყენა ისინი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ-------------–--ის ბრალეულობაში.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

თ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ-------------–--ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ-------------–--ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე დართული ელექტრონული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თ-------------–--ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე