გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34026-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - ლე--–-----------ი
მოპასუხე - ცი------------ა
წარმომადგენელი - ცი--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ცი------------ასათვის მოსარჩელე ლე--–-----------ის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით მოსარჩელე ლე--–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და იგი იმყოფება სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში.
დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენდა ცი------------ა. გამოძიების ეტაპზე ლე--–-----------ი ეჭვმიტანილი იყო ცი------------ას კუთვნილი მი-------------–---ის, ჯა----ა და ბე----ს აღებაში, რის გამოც მოსარჩელე იძულებული იქნა მიეცა ბე----ს ღირებულება - 300 ლარი და დაებრუნებინა ვე--–--–-------–---ი ჯა---თ. ბე----ს გადაცემა მოხდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში 2018 წლის 08 თებერვალს, დილის 8 საათზე. განაჩენით დადგინდა, რომ ბე----ი ლე--–-----------ს არ აუღია, ყე-–-----ი და კუ-–---ი კი დაბრუნებული იყო. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, ცი------------ამ ლე--–-----------ს არ დაუბრუნა 300 ლარი. თანხის გადაცემა მოხდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, 2018 წლის 08 თებერვალს, საღამოს 8 საათზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შესაგებელში მითითებულია, რომ 2018 წლის 4 თებერვალს მოსარჩელემ ცი------------ას კუთვნილი ბინიდან მოიპარა ბრ--–-----ის ბე----ი ღირებულებით 300 ლარი, ვე--–--–-------–---ი და ვერცხლის ყე-–-----ი. მან ასევე მოიპარა ქალისა და მამაკაცის სუ-------ი. ბე----ს დაბრუნების მოთხოვნისთანავე, ლე--–-----------მა მოპასუხეს შესთავაზა ბე----ს ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელემ პოლიციაში აღიარა ბე----ს აღების ფაქტი და თანხაც პოლიციის თანდასწრებითვე დაუბრუნა ცი------------ას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 20 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიები, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით (საქმეზე №1/2671-18) ლეილა კოფიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ლე--–-----------ის მიერ ცი------------ას კუთვნილი ვერცხლის ჯა---- და მი-------------–---ის ფარულად დაუფლების ფაქტი, ხოლო ბრ--–-----ის თვლებით გაწყობილი ოქ----ს ბე----ს ქურდობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია არასაკმარისად.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ვერცლხის ჯა--- და მი-------------–---ი - დაუბრუნდა მესაკუთრეს (დაზარალებულ ცი------------ას).
2018 წლის 10 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის განაჩენით მსჯავრდებულის ლე--–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიები, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი ლე--–-----------ის მიმართ დარჩა უცვლელი.
2018 წლის 10 ოქტომბრიდან განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 20 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიები, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენი (ს.ფ. 15-26).
2018 წლის 10 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის განაჩენი (ს.ფ. 104-110).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განკარგულება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ (ს.ფ. 112).
3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტი იმის შესახებ, რომ ლე--–-----------მა ცი------------ას გადაუხადა 300 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 36-37).
2018 წლის 30 აპრილის ცი------------ას გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 292-294).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლე--–-----------ი ცი------------ას გადაუხდიდა 300 ლარს, იმის სანაცვლოდ, რომ ცი------------ა არ განაცხადებდა ლე--–-----------ის მიერ მისი კუთვნილი ნივთების (მი-------------–---ი, ვერცხლის ყე-–-----ი და ოქ----ს ბე----ი) ფარულად მითვისების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც ლე--–-----------ის 2018 წლის 30 აპრილის გამოკითხვის ოქმიდან დგინდება, რომ ბე----ს ღირებულება მან გადაიხადა მისი მდგომარეობის დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, რადგან იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ (ს.ფ. 298-299).
მოსარჩელე ლე--–-----------მა განმარტა, რომ თანხა გადაიხადა იმ მიზნით, რომ ცი------------ას დაკარგული ნივთების შესახებ, მოსარჩელის წინააღმდეგ არ შეეტანა პოლიციის განყოფილებაში განცხადება (2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:22:57).
მოპასუხე ცი------------ას განმარტებით, ლე--–-----------მა მას შესთავაზა ოქ----ს ბე----ს ღირებულების ანაზღაურება იმ მიზნით, რომ ნივთების დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით არ გამოეძახებინა პოლიცია (2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:29:09).
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ლე--–-----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას“.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ.
სსკ-ის 976-ე მუხლი ეხება შესრულების კონდიქციის გამოყენების მთავარ შემთხვევას, კერძოდ, შესრულების უკუმოთხოვნას, რომელიც განხორციელდა ვალდებულების შესასრულებლად. იგი მოიცავს როგორც შემთხვევებს, რომელშიც შემსრულებელი (ძირითადად შეცდომით) ახდენს ფაქტობრივად არარსებული ვალდებულების შესრულებას, ასევე ბათილი ან არ შემდგარი ხელშეკრულებების უკუქცევის შემთხვევებს. 976-ე მუხ. პირველი ნაწილი განმარტავს მოთხოვნის უფლების წინაპირობებს. მე-2 ნაწილი განმარტავს შემთხვევებს, რომლებშიც შესრულების კონდიქცია გამორიცხულია. მოთხოვნის უფლების მოცულობა გამომდინარეობს არა 976-ე მუხლიდან, არამედ 979-981-ე მუხლებიდან.
მოთხოვნის უფლების პირველი წინაპირობა 976-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით არის ის, რომ მიმღებს რაღაც „გადაეცა“. გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას, როდესაც მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ განხორციელდება გარკვეული სახის შესრულება შეგნებულად და ნებაყოფლობით. 976-ე მუხლში მოცემული გადაცემა უნდა განხორციელებულიყო „ვალდებულების შესრულების მიზნით“. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შესრულებისას მოხდეს ზუსტი განსაზღვრა, თუ რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო.
976-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს შემთხვევებს, რომლებშიც გამორიცხულია შესრულების კონდიქცია, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა მოთხოვნის უფლების ყველა წინაპირობის არსებობა ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი „დ)“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას. ეს რეგულაცია გამოიყენება მხოლოდ ბათილი გარიგებებისას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბათილი გარიგების უკუქცევა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის მიხედვით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კანონის ნორმის არსს, რომლის საფუძველზეც არის გარიგება ბათილი.
სსკ-ის 54-ე მუხ ახდენს მხოლოდ ზოგად დეფინიციას, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლე--–-----------ის მიერ ცი------------ასათვის 300 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოპასუხე ცი------------ა არ განაცხადებდა ლე--–-----------ის მიერ დაკარგული ნივთების (მი-------------–---ი, ვერცხლის ყე-–-----ი, ოქ----ს ბე----ი) ფარულად დაუფლების შესახებ; ფულადი თანხის ოდენობა - 300 ლარი კი, მხარეთა შეთანხმებით, განისაზღვრა ერთ-ერთი დაკარგული საგნის, ოქ----ს ბე----ს სავარაუდო ღირებულებით.
კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დადგენილია, რომ სამი დაკარგული ნივთიდან (მი-------------–---ი, ვერცხლის ყე-–-----ი, ოქ----ს ბე----ი), ლე--–-----------ის მიერ ცი------------ას კუთვნილი ორი ნივთის - მი-------------–---ისა და ვერცხლის ყე-–-----ის ფარული დაუფლება მართლსაწინააღდმეგო მისაკუთრების მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი) დადასტურებულია, ხოლო ოქ----ს ბე----ს ლე--–-----------ის მიერ ფარულად დაუფლების ფაქტი დადასტურებული არ არის.
თუმცა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის აღნიშნული შინაარსით შეთანხმება შედგა იმ მიზნით, რომ არა მხოლოდ ბე----ს, არამედ სამივე ნივთის დაკარგვის შესახებ ცი------------ას არ განეცხადებინა სამართალდამცავ ორგანოში.
ზოგადი წესის მიხედვით, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის აკრძალული, დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს (სავარაუდო), შეუძლიათ შეთანხმდნენ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებაზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მე-16 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პროკურორს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. პროკურორი, გამოძიების სტადიაზე შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული, უფლებამოსილია განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ანუ ცნოს პირი ბრალდებულად ან უარი თქვას ბრალდებაზე. სისხლისსამართლებრვი დევნის როგორც დაწყება, ასევე შეწყვეტა გამოძიების სტადიაზე წარმოადგენს პროკურორის განსაკუთრებულ კომპეტენციას, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი). გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების საფუძველს საპროცესო კოდექსი ცალკე განსაზღვრავს. ამ საფუძველთაგან ერთ-ერთია შემთხვევა, რომლის მიხედვითაც სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი საჯაროა (105-ე მე-3 ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, რომლითაც ლე--–-----------ი მსჯავრდებული იქნა ცი------------ას კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მიზნით ფარულად დაუფლებისათვის, არ იკვეთება საჯარო ინტერესი, რომლის გათვალისწინებითაც პროკურორი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, უარს განაცხადებდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უფლებამოსილების გამოყენებაზე.
დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს შორის ზიანის ანაზღაურების შესახებ შეთანხმების არსებობისა თუ არარსებობის მიუხედავად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისი საჯარო ინტერესის არსებობისას და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორმა დაიწყო ცი------------ას კუთვნილი სამი ნივთის დაკარგვასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა; ლე--–-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ორი ნივთის დაუფლების ფაქტის საფუძველზე; ხოლო ბე----ს ლე--–-----------ის მიერ ფარულად დაუფლების ფაქტი არ დადასტურებულა. ამასთან, როგორც აღინიშნა, საჯარო ინტერესი იმისა, რომ პროკურორს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უფლებამოსილება არ გამოეყენებინა, საქმეში არ არსებობდა.
შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინების განუხორციელებლობის მიზნით მოპასუხეს უნდა მიეღო (და მიიღო კიდეც) ფულადი თანხა (300 ლარი), ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უფლებამოსილება პროკურორმა გამოიყენა და უფრო მეტიც, ლე--–-----------ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი (სამიდან ორ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტზე), არსებობს საკმარისი წინაპირობები გარიგების ამორალურად მიჩნევისათვის. ამგვარ შეფასების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, თუნდაც, ის ფაქტი, რომ პროკურორმა განსახილველ შემთხვევაში დისკრეციის ის ნაწილი გამოიყენა, რაც დევნის დაწყებას გულისხმობდა.
მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, გარდა ამორალური ხასიათისა, ასევე, თავისთავად, წინააღმდეგია საჯარო წესრიგისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი, ეწინააღმდეგება თუ არა ბათილობის ნორმის დაცვის მიზანს ის, რომ შეიძლება განხორციელებული შესრულების უკან მოთხოვნა, ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას. ეს კი უნდა განხორციელდეს 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი დ) ქვეპუნქტის შემადგენლობის შემოწმებით.
ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, სადაც კაუზას წარმოადგენს დანაშაულის შესახებ შეტყობინების არ განხორციელების ვალდებულება და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, უნდა მიჩნეული იქნეს, სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილ სავალო ხელშეკრულებად, ხოლო განხორციელებული შესრულების უკან მოთხოვნა ბათილობის ნორმის დაცვის მიზნის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში გარიგების ბათილობით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც ბათილობის შესახებ ნორმის დაცვით ფუნქციას გააჩნია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაცვითი ფუნქცია ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმგვარ შეთანხმების ბათილობისას, სადაც კაუზას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა/ თავის არიდება. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ამორალურობისა და საჯარო წესრიგის წინააღმდეგობის ვერდიქტი ემსახურება იმას, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, შეთანხმების შინაარსისა და ბუნებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს სასამართლოში განხილული სამართლებრივი ურთიერთობის სახით.
განსახილველ შემთხვევაში ლე--–-----------ი, რომელიც არის მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, ცი------------ას ნივთების - მი-------------–---ისა და ვერცხლის ყე-–-----ის ფარულად მისაკუთრებაში, იმ არგუმენტით, რომ ოქ----ს ბე----ს მოპარვა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დაუდასტურდა, ითხოვს გადახდილი 300 ლარის დაბრუნებას. ის გარემოება, რომ ლე--–-----------ი მსჯავრდებული იქნა ორი ნივთის ქურდობაში, ხოლო ბე----ს მოპარვა მას არ დაუდასტურდა, ვერ მოექცევა 976-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესრულების კონდიქციის დაბრუნების ფარგლებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეთანხმება მხარეთა შორის შედგა სამართალდამცავ ორგანოში არა მხოლოდ ოქ----ს ბე----ს ქურდობის, არამედ სამივე ნივთის ლე--–-----------ის მიერ ფარულად დაუფლების შესახებ განუცხადებლობის მიზნით, 300 ლარის (ბე----ს ღირებულებით განსაზღვრული თანხა) გადახდის სანაცვლოდ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბე----ს დაუფლება ლე--–-----------ის მიერ არ დადასტურებულა, მხარეთა შორის შეთანხმების შინაარსის გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევა შესრულების კონდიქციის უკუქცევის წინაპირობად.
შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, ლე--–-----------ის მოთხოვნა გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით არ დაკმაყოფილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ვიანიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 39-ე, მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის და მეორე ნაწილის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით და მეორე ნაწილით, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლე--–-----------ის სარჩელი მოპასუხე ცი------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოსარჩელე ლე--–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს შეუძლია გადაწყვეტილება გასაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე