განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
330100115784003
ინსტანცია
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115784003

საქმე №1ბ/282-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ე----------------ა, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ-----------------–-------------------------------.

 

ადვოკატი - ლ----------–-–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა დ----------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული ე----------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით, ე----------------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ე----------------ას მამხილებელი მტკიცებულებები, ასევე ის გარემოება, რომ ე----------------ამ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, დანაშაულის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რის შესახებაც უნდა აცნობოს პროკურორს. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად დაზარალებულის კატეგორიული მოთხოვნისა მოეხდინა რეაგირება, ე----------------ამ დაზარალებული მიზანმიმართულად შეიყვანა შეცდომაში - მას ხელი მოაწერინა წინასწარ შედგენილ ზეპირი გასაუბრების ოქმზე, რითაც გაუხსნელი დანაშუალის შემცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე არ დაიწყო გამოძიება და პრაქტიკულად დაარღვია როგორც მ-----–---------–--ის, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ე----------------ამ უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე, რითაც განზრახ შეუშალა ხელი მასსა და მ-----–---------–--ეს შორის არსებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული ე----------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც გამართლებულ ე----------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----------–-–---–მა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ ბრალდების მხარის საჩივარი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, ის აგებულია უბრალო მოსაზრებებზე, მტკიცებულებების არასწორ შეფასებაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა ე----------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ე----------------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----------–-–---–მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

2015 წლის 25 მარტის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე----------------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 28 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - ,,112“-ში, 13:19 სთ-ზე მ-----–---------–--ის მიერ დაფიქსირდა შეტყობინება თბილისში, ზ-----–--–---–-ს ქუჩის კუთხეში, ვაკის პარკის შესასვლელთან, თავისი კუთვნილი ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით J------, გარეთა სარკის ქურდობის თაობაზე. აღნიშნულ ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პ------–------------–--ის დ-----------------–--–--------------–ი ე----------------ა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თვით დაზარალებულ მ-----–---------–--ისაგან მიიღო შეტყობინება დანაშაულის ქურდობის ფაქტზე, გაუხსნელი დანაშაულის შემცირების მიზნით, არ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და არ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მისი ქმედებით არსებითად დაირღვა, როგორც მ-----–---------–--ის ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერსები.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით, ე----------------ა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა ე----------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის პ------–-----------–--აში. 2014 წლის 28 ოქტომბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სტაჟიორ ი-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა განყოფილების ტერიტორიაზე. მათ მ----------------–---მა უთხრა გასულიყვნენ ფ--–--–---–-ს ქუჩა N----ში, სადაც ავტომანქანის სარკესთან დაკავშირებით, რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი. იგი, თანამშრომლებთან ერთად, გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიუთითეს მისთვის უცნობ პიროვნებაზე და უთხრეს რომ მან გამოიძახა პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მისთვის სხვა რამ არ უთქვამთ. ე----------------ას განმარტებით, მოქალაქე მ-----–---------–--ე საუბრობდა გაურკვევლად და კონკრეტულად ქურდობის ფაქტზე არ მიუთითებდა. მან გამოკითხა განმცხადებლი, დაათვალიერა ავტომანქანა, რომელსაც არ ჰქონდა მარცხენა უკანა ხედვის სარკე, თუმცა ბუდე იყო ადგილზე. ე----------------ას განმარტებით, ავტომანქანა იყო ჭუჭყიანი და მასზე შეხების შემთხვევაში დარჩებოდა კვალი, რაც ვიზუალური დათვალიერებით არ ჩანდა. მას მ-----–---------–--ემ განუმარტა, რომ სარკე იყო მორყეული, თუმცა ზუსტად ვერ იხსენებდა დეტალებს. ასევე უთხრა, რომ სამსახურიდან გამოსულს არ დახვდა მანქანის სარკე, მოეშალა ნერვები და დარეკა საპატრულო პოლიციაში. ე----------------ამ აღნიშნა, რომ მან თანამშრომელ გ---------------–---–ს თხოვა დაეთვალიერებინა რესტორან ,,ს-----ის’’ კამერის ჩანაწერები. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დაასრულა კამერის ჩანაწერის დათვალიერება, ტელეფონით შეატყობინა, რომ კადრში სრულად ჩანდა ავტომანქანა და მიმდებარე ტერიტორია, თუმცა მანქანასთან საეჭვო არავინ მისულა. ე----------------ამ განმარტა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი გ---------------–---–მა ნახა, მანქანის გაჩერებიდან მ-----–---------–--ის მანქანასთან დაბრუნებამდე პერიოდი და იგი კამერების ჩანაწერების მიხედვით, გამორიცხავდა სარკის ქურდობის ფაქტს. ხსენებული ე----------------ამ განუმარტა მ-----–---------–--ეს და მისივე კარნახით შეადგინა ოქმი. ე----------------ამ განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა განყოფილების უ-------------------–- - მ----------------–---თან და სტაჟიორ ი-------------–---–თან ერთად. მათ მოგვიანებით შეუერთდნენ განყოფილების სხვა თანამშრომლები, კერძოდ: განყოფილების უფროსის მეორე მოადგილე - კ------------------–--ე, ასევე ლ-–------–---ა, კ---------–---–ი და ნ-----------–ია. მ----------------–---ი ესწრებოდა მ-----–---------–--ესთან საუბარს, რა დროსაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად გამორიცხავდა ქურდობის ფაქტს და ამბობდა რომ, შეცდა საპატრულო პოლიციაში განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შედგა ოქმი, რომელსაც ესწრებოდა ი-------------–---–ი. მ-----–---------–--ეს განემარტა, რომ ჰქონდა შესწორების და შენიშვნის გაკეთების უფლება. ამ უკანასკნელმა წაიკითხა ოქმი და მოაწერა ხელი, რითაც დაეთანხმა მისი კარნახით შედგენილ ოქმს და რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ამის შემდეგ მასალები გადაეგზავნა მ----------------–---ს, რომელსაც ხელეწიფებოდა მასალების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხი ასევე შეთანხმებული იყო ზედამხედველ პროკურორთან.

 

დაზარალებულ მ-----–---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ოქტომბერში კუთვნილი ავტომანქანა დააყენა თბილისში, ფ--–--–---–-ს ქუჩის შესახვევში. იგი ე.წ. ,,სტაიანშიკმა’’ გააფრთხილა, რომ იქვე მდგომი დიდი მანქანის გამო სათანადოდ ვერ მიაქცევდა ყურადღებას მის ავტომანქანას. მას ეჩქარებოდა, რის გამოც გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დატოვა ავტომანქანა. ავტომანქანასთან დაბრუნებულმა ნახა, რომ მანქანის სარკე იყო მოპარული და დახმარებისთვის მიმართა პოლიციას. ადგილზე მივიდა პოლიციის თანამშრომელი ე----------------ა, დაათვალიერა სარკის ბუდე, ე.წ. ,,სტაიანშიკს“ ჰკითხა, ხომ არ დაუნახავს რამე, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ არაფერი დაუნახავს. მ-----–---------–--ემ განმარტა, რომ მას ე----------------ამ და მისმა სტაჟიორმა უთხრეს, რომ ვიდეო ჩანაწერზე საეჭვო არაფერი ჩანდა და ჰკითხეს მოძრაობისას ხომ არ დაიკარგა. ამის შემდეგ მათ შეადგინეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ მ-----–---------–--ემ გამოიძახა პოლიცია, რადგან ფიქრობდა, რომ ავტომანქანის სარკე იყო მოპარული, თუმცა ვინაიდან მისი მეუღლეც მართავდა მანქანას, შესაძლო იყო სარკე მომძვრალიყო და ვერ შეენიშნა. მ----–---------–--ემ ასევე განმარტა, რომ იგი არ ეთანხმებოდა ოქმის სისწორეს. მას ე----------------ამ აუხსნა, რომ ამ შინაარსის ოქმი შეადგინა იმიტომ რომ კამერის ჩანაწერზე არ ჩანდა რამე ხელჩასაჭიდი, ამასთან სარკის ბუდის დათვალიერებისას არ აღმოჩნდა კვალი, რომელიც დაადასტურებდა სარკის მოპარვის ფაქტს. აღნიშნულის შემდეგ მ-----–---------–--ემ ხელი მოაწერა ოქმს. ხსენებული შემთხვევიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, იგი მივიდა პოლიციის განყოფილებაში ე----------------ასთან, რომელმაც უთხრა, რომ სარკის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონდათ რამე ხელმოსაჭიდი. მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გამომძიებელი არ იძიებდა საქმეს, ამიტომ ტელეფონის საშუალებით ჩაიწერა მასთან საუბარი, რომელიც მოგვიანებით გადაწერა დისკზე და წარადგინა საგამოძიებო ორგანოში.

 

მოწმე ი---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს რესტორან ,,ს-----თან’’ მდებარე ავტოსადგომზე. 2014 წლის 28 ოქტომბერს დილით, დაახლოებით 9-10 საათზე ავტოსადგომზე გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის წინ მ-----–---------–--ემ გააჩერა ავტომანქანა. იმავე დღეს ავტომანქანასთან დაბრუნებულმა მ-----–---------–--ემ უთხრა, რომ მოპარეს ავტომანქანის სარკე და გამოიძახა პოლიცია. ადგილზე მივიდა 4-5 პოლიციის თანამშრომელი. მოწმემ განმარტა, რომ მ-----–---------–--ემ გამომძიებელს უთხრა, რომ მოიპარეს მისი ავტომანქანის სარკე. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრნენ მოწმეს, რომელმაც მათ განუმარტა, რომ ვერაფერი დაინახა, რადგან ავტომანქანას ეფარებოდა სამარშრუტო ტაქსი. მას ავტოსადგომის ტერიტორია არ დაუტოვებია და ვინმე რომ მისულიყო ავტომანქანის სარკესთან დაინახავდა, თუმცა ქუჩის მხრიდან მისულს ვერ დაინახავდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც დაზარალებულმა გააჩერა ავტომანქანა ჰქონდა თუ არა სარკე არ დაუნახავს, ასევე არ უნახავს ადგილზე სარკის ნამსხვრევები.

 

მოწმე მ---------–-–---–მა განმარტა, რომ მ-----–---------–--ე არის მისი მეუღლე, რომელმაც დაურეკა 2014 წლის 28 ოქტომბერს და უთხრა, რომ კუთვნილი ავტომანქანის საჭის მხარეს განთავსებული სარკე იყო მოპარული, რის შესახებ მისმა მეუღლემ შეატყობინა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე ავტოფარეხიდან სარკეში ჩახედვის გარეშე ავტომანქანას ვერ გამოიყვანდა, შესაბამისად, მანქანას სარკე რომ არ ჰქონოდა შეამჩნევდნენ. მოწმის განმარტებით, სარკე საკმაოდ მყარად იყო დამაგრებული ავტომანქანაზე, ხოლო მას შემდეგ რაც მეუღლე დაბრუნდა სახლში ნახა, რომ სარკე იყო ჩამომძვრალი, არ ჰქონდა შუშა, გარედან ჩანდა სადენები და სარკის ბუდე ეკიდა შნურებით. მ---------–-–---–მა განმარტა, რომ როგორც მისთვის მეუღლისგან არის ცნობილი გამომძიებელმა მ-----–---------–--ეს უთხრა, რომ კამერის ჩანაწერებში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით არაფერი ჩანდა.

 

მოწმე ლ-–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2014 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრიდან მიიღო შეტყობინება. იგი მეწყვილესთან - ს------------სთან ერთად მივიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ დაზარალებული მ-----–---------–--ე. მათ დაზარალებულმა განუცხადა, რომ მოპარული იყო მისი ავტომანქანის სარკე. მათ გამოკითხეს მ-----–---------–--ე, რომელმაც განუმარტათ, რომ სახლიდან გამოსვლისას ავტომანქანას ჰქონდა სარკე. მან ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, ავიდა სამსახურში და რამდენიმე საათში დაბრუნდა უკან, რა დროსაც შენიშნა, რომ მანქანას მარცხენა მხარეს აღარ ჰქონდა სარკე. დაზარალებული დარწმუნებული იყო, რომ მანქანას გაჩერებისას სარკე ჰქონდა და ითხოვდა ავტოსადგომის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათ დაზარალებული გადააბარეს შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ ვაკის პ------–------------–--ის პოლიციის თანამშრომლებს, რომელთა შორის იყო ე----------------აც. მოწმის განმარტებით, სარკე იყო მოხსნილი, რადგან ძირს ნამსხვრევები არ ეყარა, რაც მიუთითებდა ქურდობის ფაქტზე და უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა ი-----------ემ.

 

მოწმე პ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს გ--------------------–----–-------------ა ინსპექტორად. 2014 წლის 01 ნოემბერს მან მიიღო ინფორმაცია თბილისში, ვაკეში, რესტორან ,,ს-----თან“ გაჩერებული მოქალაქე მ-----–---------–--ის ავტომანქანიდან სარკის მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო, რომ მ-----–---------–--ემ 112-ის სამსახურს აცნობა ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ე----------------ა. მოწმემ განმარტა, რომ როგორც მის მიერ მიღებულ ინფორმაციაში იყო მითითებული ე----------------ამ მ-----–---------–--ეს დააწერინა, რომ სარკე დაკარგა, რითაც გამომძიებელმა დამალა დანაშაული. მოწმის განამრტებით, მან ხსენებულის შესახებ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

 

მოწმე რ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გ-- გამომძიებლად. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ე----------------ას მიერ დანაშაულის დაფარვის ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება. ამასთან, ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ე----------------ას წარედგინა ბრალდება. მოწმემ განმარტა, რომ პატაკის გადამოწმებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, დღის საათებში, რესტორან ,,ს-----ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე მ-----–---------–--ის კუთვნილი ავტომობილიდან მოიპარეს სარკე. მ-----–---------–--ემ 112-ში დააფიქსირა ქურდობის ფაქტი და ითხოვდა პოლიციის გამოძახებას. ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს მ-----–---------–--ემ განუცხადა, რომ სარკე იყო მოპარული. პატრულ-ინსპექტორებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმები და ვინაიდან, იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს ადგილობრივი პოლიციის დანაყოფი. მოწმის განმარტებით, ადგილზე პ------–------------–--ის თანამშრომლებთან ერთად მისული ე----------------ა, შემოიფარგლა მხოლოდ მ-----–---------–--ესთან გასაუბრებით, შეადგინა ერთადერთი ოქმი, სადაც ჩაწერა, რომ სარკე იყო დაკარგული, რაზეც ხელი მოაწერინა მ-----–---------–--ეს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი მ-----–---------–--ემ განახორციელა საუბრის ფარული აუდიოჩაწერა, სადაც ჩანდა, თუ როგორ ეუბნებოდა ე----------------ა მ-----–---------–--ეს, რომ აზრი არ ჰქონდა გამოძიების დაწყებას.

 

მოწმე მ----------------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს შსს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უ-------------------–-დ. 2014 წლის 28 ოქტომბერს, იგი ავტომანქანიდან სარკის მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე მისულს ადგილზე დახვდა გამომძიებელი ე----------------ა და ინიციატორი მ-----–---------–--ე. მოწმემ განმარტა, რომ საუბრისას მ-----–---------–--ე გამორიცხავდა, რომ სარკე იყო მოპარული, იგი არ ადასტურებდა ქურდობის ფაქტს. მ-----–---------–--ე განმარტავდა, რომ სარკე იყო მორყეული და შესაძლოა გზაში დაკარგულიყო. აღნიშნულზე ე----------------ას უნდა შეედგინა სათანადო ოქმი. მისთვის ცნობილია, რომ გამოძიება არ დაწყებულა. მოწმის განმარტებით, ხსენებული ფაქტიდან რამდენიმე თვეში მას პატაკით მიმართა ე----------------ამ, სადაც ეწერა, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა დანაშაულის ნიშნები ჩამოეწერათ მასალები, რასაც იგი დაეთანხმა. მოწმემ აღნიშნა, რომ პრაქტიკის თანახმად, თუ ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს ხდებოდა მასალების ჩამოწერა, ხოლო თუ ქურდობის ფაქტს ექნებოდა ადგილი, მაშინ მასალები არ ჩამოიწერებოდა. მოწმის განმარტებით, დღის განმავლობაში სამორიგეოში შედიოდა არაერთი შეტყობინება, თუმცა ყველაზე არ იწყებოდა გამოძიება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ხდებოდა ადგილზე გასვლა და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდებოდა მიღებული ინფორმაცია იწყებოდა გამოძიება, ხოლო თუ არ დადასტურდებოდა, შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ გასაუბრებით. ჩვენების მიცემისას მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა მასალების ჩამოწერითა და გამოძიების არ დაწყებით რაიმე უპირატესობის მიღების ან გამორჩენის მიზანის არსებობა.

 

მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ მოწმის სახით იქნა დაკითხული თბილისის ვაკე-საბურთალოს პ------–------------–--ის უ-------------------–- მ----------------–---ი.

 

მოწმე კ------------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პ------–------------–--ის უ-------------------–-დ. 2014 წლის 28 ოქტომბერს გამოსახლებასთან დაკავშირებით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც გადაიდო და სამსახურში დაბრუნებისას გზაში, რესტორან ,,ს-----ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაინახა ე----------------ა და მ-------- გ-------–---ი. მან მორიგისაგან იცოდა, რომ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული იყო შეტყობინება და პოლიციის თანამშრომლები გასული იყვნენ შემთხვევის ადგილზე. იგი 10 წუთით გაჩერდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ე----------------ამ და მ-------- გ-------–---მა უთხრეს, რომ ავტომანქანის სარკე იყო დაზიანებული და არკვევდნენ დეტალებს. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, ვინაიდან არ დადასტურდა ქურდობის ფაქტი. მოწმის განამრტებით, ყოფილა შემთხვევა როცა განყოფილებაში შესულა შეტყობინება დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა, ვინაიდან დანაშაულის ნიშნები არ დადასტურებულა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გამომძიებელს კავშირი არ აქვს სტატისტიკასთან და გამოძიების დაწყების ან გამოძების დაწყებაზე უარის თქმის შემთხვევაში რაიმე უპირატესობა არ ენიჭება.

 

მოწმე ლ-–------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს მუშაობდა საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პ------–------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2014 წლის ოქტომბერში განყოფილების უფროს კ------------------–--ესთან და ორ თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ფ--–--–---–-ს ქუჩა N----ში. მანქანასთან მისულმა, გზის მეორე მხარეს, რამდენიმე მეტრში, დაინახა ე----------------ა და განყოფილების უ-------------------–- მ----------------–---ი, რომლებიც ესაუბრებოდნენ მისთვის უცნობ პირს. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული პირების საუბრიდან შეიტყო, რომ იქვე მყოფი უცნობი პირის ავტომანქანაზე მომძვრალი იყო სარკე. მისთვის ასევე ცნობილია, რომ რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, ვიანიდან ადგილი არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ქურდობა არავის უხსენებია. მოწმის განმარტებით, გამომძიებლის ინტერესია საქმის გახსნა, თუმცა თუ ვერ გაიხსნება ამაზე საყვედურის გამოცხადება არ ხდება. მისივე განმარტებით, ე----------------ა იყო მოწესრიგებული თანამშრომელი.

 

მოწმე კ---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პ------–-----------–--აში. 2014 წლის 28 ოქტომბერს განყოფილების თანამშრომლებთან და მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა ღონისძიებაზე, რა დროსაც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, რესტორან ,,ს-----თან“ დაინახა პოლიციის თანამშრომლები - ე----------------ა, მ----------------–---ი და იქვე გაჩერებული ავტომანქანის მეპატრონე. ხსენებულ პირებთან მივიდა კ--------------–--ე, რომელსაც უთხრეს, რომ არაფერი მომხდარა, უბრალოდ მანქანის სარკე იყო დაზიანებული. მოწმემ განმარტა, ისინი ცოტა ხნით გაჩერდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ავტომანქანის მესაკუთრე განმარტავდა, რომ მისი მეუღლე იყო ავტომანქანით გასული და შესაძლო იყო მას რამეზე წამოედო და დაეზიანებინა სარკე.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა ნ-----------–იამ.

 

მოწმე გ---------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად. მან ე----------------ას თხოვნით 2014 წლის 28 ოქტომბერს, ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაათვალიერა რესტორან ,,ს-----ის“ გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, კერძოდ, მან დაათვალიერა მძღოლის ავტომანქანიდან გადასვლიდან ავტომანქანასთან დაბრუნებამდე პერიოდი, დაახლოებით 40 წუთი ან ერთი საათი. მოწმის განმარტებით, კამერებიდან ნათლად ჩანდა სივრცე, თუმცა მანქანასთან საეჭვო არაფერი დაუნახავს. ჩანაწერის დათვალეირების შემდეგ მან ინფორმაცია მიაწოდა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე მ-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა რესტორან ,,ს-----ის“ დაცვის თანამშრომლად. 2018 წლის 28 ოქტომბერს, ადმინისტრაციის ნებართვით, გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერების დასათვალიერებლად გაყვა პოლიციის თანამშრომელს. პოლიციის თანამშრომელი დაახლოებით ერთი საათი ათვალიერებდა ჩანაწერებს, თავად კი ელოდა გარეთ. ოთახიდან გამოსვლისას თანამშრომელმა უთხრა, რომ კამერა, რომელიც უყურებდა რესტორნის შესასვლელ პერიმეტრს იყო გათიშული.

 

მოწმე ი-----–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს გ--------------------–----–-------------ა გამომძიებლად. მოწმემ დაადასტურა, რომ რესტორან ,,ს-----ის“ დაცვის თანამშრომელი გ------- მ-------ე მის მიერ იქნა დაკითხული.

 

მოწმე ლ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს თბილისის ვაკე-საბურთალოს მ--------------–--აში. მისთვის ცნობილია, რომ განყოფილებაში მიღებულ იქნა შეტყობინება ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ სარკე არ იყო მოპარული, იგი ყოფილა დაზიანებული, რის გამოც შესაძლოა ჩამოვარდნილიყო მანქანის მოძრაობის დროს. მოწმის განმარტებით, მასალების ჩამოწერა მოხდა განყოფილების უფროსის მოადგილის - მ----------------–---ის მიერ. ლ---------------ემ ასევე განმარტა, რომ გამომძიებელი შეტყობინების საფუძველზე საქმის კურსში აყენებს პროკურორს, რის შემდეგაც იწყება გამოძიება. ამასთან, თუ არ იკვეთება კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, ტარდება გასაუბრება და დგება შესაბამისი ოქმი. გარდა ამისა, თუ გამომძიებელი ვერ გახსნის დანაშაულს, მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მოწმემ განმარტა, რომ ე----------------ასთვის გულგრილობა არასდროს შეუნიშნავს, იგი იყო ერთ-ერთი გამორჩეული გამომძიებელი.

 

მოწმე ი-–---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს კლუბ ,,ს-----ის“ დაცვის თანამშრომლად. 2015 წლის აპრილში დირექციის ნებართვით გახსნა და მონაწილეობა მიიღო კამერის დათვალიერებაში, რომელიც უყურებდა მ-–---–--ის და ფ--–--–---–-ს მიმდებარე ტერიტორიას. დათვალიერების ოქმი შეადგინა ე----------------ამ, რომელმაც ასევე ტელეფონით გადაუღო ფოტო ეკრანს.

 

მოწმე ი-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სწავლების პერიოდში, პრაქტიკული მომზადების მიზნით, სტაჟიორად მივლინებული იყო ვაკის მთავარი სამმართველოს პ------–-----------–--აში ე----------------ასთან. 2014 წლის ოქტომბერში, დილის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, ფ--–--–---–-ს ქუჩაზე ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი გამომძიებელ ე----------------ასთან და სხვებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე გამოიკითხა განმცხადებელი მ-----–---------–--ე, რომელიც ამაბობდა, რომ დილის 10 საათზე ავტომანქანა დააყენა მითითებულ ადგილზე და ჩააბარა ე.წ. „სტაიანშიკს“. ავტომანქანასთან დაბრუნებულმა კი ნახა, რომ მანქანას აღარ ჰქონდა სარკე, რის შესახებაც შეატყობინა პოლიციას. მოწმის განმარტებით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხა ე.წ. ,,სტაიანშიკი“, რომელიც აცხადებდა, რომ არაფერი დაუნახავს. ამასთან, პოლიციის თანამშრომლები ათვალიერებდნენ რესტორან „ს-----ის“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს. მოწმის განმარტებით, ავტომანქანაში ისხდნენ ე----------------ა, მ-----–---------–--ე და ი-------------–---–ი. ე----------------ამ ტელეფონით თხოვა თანამშრომელს, კარგად დაეთვალიერებინა კამერების ჩანაწერები. გარკვეული ხნის შემდეგ, პიროვნებამ რომელიც ათვალიერებდა კამერების ჩანაწერებს ე----------------ას უთხრა, რომ კამერის ჩანაწერებში არაფერი ჩანდა. მოწმის განმარტებით, მ-----–---------–--ე ე----------------ასთან საუბრისას აცხადებდა, რომ მოძრაობდა წერეთლის გამზირიდან ფ--–--–---–-ს მიმართულებით, ავტომანქანის სარკე იყო მორყეული და შესაძლოა მოძრაობისას მომძვრალიყო, ვინაიდან არ ახსოვდა მანქანის დაყენების მომენტში სარკე ადგილზე იყო თუ არა. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან საუბრისას მ-----–---------–--ემ გამორიცხა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გამომძიებელმა, მ-----–---------–--ის კარნახით, შეადგინა გასაუბრების ოქმი, რასაც გაეცნო ეს უკანასკნელი და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი, მას ოქმის შინაარსთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ე----------------ას გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ განყოფილების უ-------------------–-ები მ----------------–---ი და კ------------------–--ე. მოწმემ ასევე დაადასტურა პრაქტიკანტის დღიურში არსებული ჩანაწერის სისწორე.

 

მოწმე შ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ე----------------ამ წარადგინა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც მიეცა ნება დაეთვალიერებინა ი-------------–---–ის პრაქტიკანტის დღიური. მოწმემ განმარტა, რომ მასთან ერთად დათვალიერების პროცესს ესწრებოდა აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უ-------------------–- კ------------–-–---–ი, რომელსაც ევალებოდა პრაქტიკანტის დღიურების შენახვა. მოწმის განმარტებით, ე----------------ას მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს ხელი მოაწერეს მან და კ------------–-–---–მა.

 

შეტყობინებით დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორი ი-----------ე 2014 წლის 28 ოქტომბერს 13 საათსა და 22 წუთზე რადიო სადგურ ,,ცენტრის“ გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა თბილისში, ზ-----–--–---–-ს ქუჩა N----ში, სადაც დახვდა მ-----–---------–--ე, დაბ: 1--- წელს, მცხ. ა--–-------–--------------------, რომლის განცხადებით ფ--–--–---–-ს N--- ნომერთან ავტომანქანა ,,მერსედეს ემელზე“ სახელმწიფო ნომრით J------ მოპარეს მარცხენა სარკე.

 

ი-----------ის მიერ 2014 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ აღნნიშნული ოქმი შედგენილ იქნა მ-----–---------–--ის (დაბ: 2----.1---, ტელ: 5-----------, მცხ. თბილისი, ა---–-------–--------------------------) თანდასწრებით. ადგილზე მისვლისას დახვდა მ-----–---------–--ე, რომლის განცხადებით ზ-----–--–---–-ს ქუჩა N--- ნომერთან გააჩერა ავტომანქანა ,,მერსედეს ემელი“, სახელმწიფო ნომრით J------. იგი დაახლოებით ორ საათში დაბრუნდა ავტომანქანასთან, რა დროსაც ავტომანქანის მარცხენა სარკე დახვდა მოპარული.

 

კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2014 წლის 3 ნოემბრის 21:00-21:15 საათზე, დათვალიერდა მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მ-----–---------–--ის მიერ წარდგენილი თეთრი ფერის CD-R დისკი, რომელზეც მისი თქმით, ჩაწერილია მასსა და ვაკე-საბურთალოს I-----------–--ის გამომძიებელ ე----------------ას შორის 2014 წლის 1 ნოემბერს შემდგარი საუბარი. დისკის გახსნისას, კომპიუტერის მონაცემების მიხედვით, მასზე ჩაწერილია 1 ფაილი წარწერით 141101-12-5901-001231, 5,01 მბ ზომის და 12:31წუთის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 02 აპრილის ექსპერტის N4---- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამაში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. კითხვაზე ,,გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერი ვარგისია თუ არა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ხმის მიხედვით“ მიმდინარეობს საექსპერტო კვლევები.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივლისის ექსპერტის N8---- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამა არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არა არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტმა ე------------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი და დაამტებით განმარტა, რომ წარდგენილი მასალა - ლაზერული დისკი არ იყო ვარგისი საიდენტიფიკაციო კვლევებისათვის.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტმა დ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 23 აპრილს 15:10-15:30 საათზე თბილისში, მ-–---–--------------ში მდებარე კლუბ ,,ს-----ის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ოთახში ი-–---------ემ მისი ხელმძღვანელის, რესტორან ს-----ის უფროსის ნებართვით დაათვალიერა N5-ე სათვალთვალო კამერის პირდაპირ რეჟიმში ჩართვის პროცესი, ამავე კამერის ხედვის არეალის განსაზღვრის მიზნით. კამერიდან ჩანს, რომ მისი ხედვის არეალი ვრცელდება თბილისი, მ-–---–----------სა და ფ--–--–---–-ს ქუჩის კვეთის ტერიტორიიდან, მ-–---–---------ის გასწვრივ, მ----–---–ის და მ-–---–---------ის კვეთის მიმართულებით. ასევე ჩანს, რომ არეალი უყურებს მ-–---–---------ის საავტომობილო გზას, გზაზე კლუბის პირდაპირ მდებარე კორპუსს და მის გასწვრივ გაჩერებულ და დაყენებულ ავტომანქანებს. კამერასა და რეალურ დროს შორის სხვაობა შეადგენს 20 წუთს.

 

დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 23 აპრილს 12:00-13:23 საათზე დათვალიერებული იქნა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2013 წლის 22 მარტის N-- ბრძანების დანართი N2-ით დამტკიცებული პრაქტიკანტის დღიური, რომელიც ნაწარმოებია ამავე აკადემიის ყოფილი მსმენელის ი---------------------------–---–ის მიერ, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე დროის შუალედში. 2014 წლის 28 ოქტომბრის ჩანაწერში აღნიშნულია: ,,გამოვცხადდი განყოფილებაში დილის 9 სთ-ზე. განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია, ფ--–--–---–-ს ქუჩაზე ავტომობილის, რომლის მარკაა მერსედესი ML-ჯიპი, მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის ქურდობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე გავედით შემთხვევის ადგილზე. სადაც დაგვხვდა ავტომობილის მეპატრონე პატრულის თანამშრომლებთან ერთად, რომელმაც განგვიცხადა, რომ მუშაობს ,,ლიბერთი ბანკში“ და აღნიშნულ სადგომზე აყენებს ავტომანქანას ყოველ დილით 10 საათზე. მივედი სამსახურში ჩვეულებრივ, ავტომანქანა გავაჩერე აღნიშნულ ადგილას, 13 საათზე როდესაც გამოვედი შესვენებაზე ვნახე, რომ ჩემს კუთვნილ ავტომანქანას არ ჰქონდა მარცხენა მხარეს უკანა ხედვის სარკე, რაც დაუყოვნებლივ შევატყობინე პოლიციას. გამომძიებლისგან დამევალა დამეთვალიერებინა დეტალურად მიმდებარე ტერიტორია, თუ არსებობდა ირგვლივ სათვალთვალო ვიდეო-კამერა, რომლის ხედვის არეშიც მოხვდებოდა აღნიშნული ავტომანქანა. მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს შევნიშნე, რომ ერთ-ერთი რესტორნის თავზე განთავსებული ვიდეო-კამერა გადაჰყურებდა ავტომანქანას და მის მიმდებარე ტერიტორიას, რის თაობაზეც ვაცნობე გამომძიებელს. რესტორნის ადმინისტრაციის თანხმობით, დავათვალიერეთ ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელშიც კარგად ჩანდა ავტომანქანა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ვიდეო კამერის დეტალური დათვალიერების დროს რაიმე საეჭვო არც ავტომანქანის დაყენების დროს და არც მის მერე არაფერი მომხდარა. არავინ ჩანდა, რომელიც მიუახლოვდა ავტომანქანას და მოაძრო სარკე. აღნიშნული დათვალიერების შემდეგ გავესაუბრეთ ავტომანქანის მფლობელს, რომელიც გასაუბრების დროს ზუსტად ვერ ამბობდა ავტომობილის დაყენების მომენტში სარკე ჰქონდა თუ არა ავტომანქანას. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაზე არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად არ დაიწყო გამოძიება. შევადგინეთ გასაუბრების ოქმი ავტომობილის მფლობელთან, სადაც აღვნიშნეთ ყველა აღნიშნული გარემოება. ავტომანქანის მეპატრონე გაეცნო და მოაწერა ოქმს ხელი, რის შემდეგაც დავბრუნდით განყოფილებაში. განყოფილება დავტოვე საღამოს 8 სთ-ზე“. აღნიშნული ჩანაწერი დასტურდება პრაქტიკანტ ი-------------–---–ის ხელმოწერით. ასევე მას ადასტურებს გრაფაში - პრაქტიკანტის ხელმძღვანელი - ე----------------ა, როგორც დ-----------------–--–--------------–ი, ხოლო პრაქტიკის ხელმძღვანელის ზემდგომი დანაყოფის თანამდებობის პირის გრაფა ასევე ხელმოწერით დასტურდება კ------------------–--ის მიერ, რომელიც ხელს აწერს, როგორც თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის I-----------–--ის უ-------------------–-. ჩანაწერი დამოწმებულია ამავე განყოფილების გერბიანი ბეჭდით. დათვალიერების დროს მოხდა ექვსივე ჩანაწერის ფოტოდასურათება. სულ გადაღებულ იქნა 28 ფოტოსურათი, რომლებიც გადატანილ იქნა ,,CD” დისკზე და დაერთო დათვალიერების ოქმს.

 

ზეპირი გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის I-----------–--ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ე----------------ამ, შეადგინა აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ N2------ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თბილისში, თ------–---–ის ქუჩა N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მშენებარე კორპუსის წინ გაჩერებული იყო შავი ფერის ავტომანქანა ,,მერსედესი ML“, სახელმწიფო ნომრით J------, რომელსაც არ ჰქონდა უკანა ხედვის მარცხენა გვერდითა სარკე, ხოლო ბუდე და მასში არსებული სხვა მექანიზმები იყო ადგილზე. იგი გაესაუბრა ავტომანქანის მფლობელს მ-----–-------------------------–--ეს, დაბ. 2----.1--- წელს, რომელმაც გასაუბრებისას აღნიშნა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხიდან (კერძო ავტოფარეხი) დილის საათებში გამოიყვანა კუთვნილი ავტომანქანა, რომლითაც იმგზავრა თბილისში, ფ--–--–---–-ს ქუჩა N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან ავტომანქანა გააჩერა გზის პირას, მშენებარე ობიექტის ღობესთან და შევიდა სს ,,ლიბერთი ბანკში“. დაახლოებით 13:00 საათზე იგი დაბრუნდა ავტომანქანასთან და აღმოაჩინა, რომ ავტომობილის სარკე არ იყო ადგილზე. მოქალაქე მ-----–---------–--ის განმარტებით, ზუსტად ახსოვს, რომ ავტომანქანის ადგილზე დაყენებისას არ მიუქცევია ყურადღება სარკისთვის, მხოლოდ ავტომობილთან დაბრუნების შემდეგ შეამჩნია სიცარიელე სარკის ადგილზე. მისი განმარტებით, სარკის ბუდეში იყო ჭუჭყი, რომელსაც რაიმეს შეხების კვალი არ აღენიშნებოდა. ამასთან, განაცხადა, რომ ხსენებული ავტომანქანით ასევე სარგებლობს მისი მეუღლე მ---------–-–---–ი. მოქ. მ-----–---------–--ემ გამორიცხა, რომ მისი ავტომანქანის სარკესთან დაკავშირებით ქურდობის ფაქტს ჰქონოდა ადგილი და განმარტა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, ხსენებული სარკე მომძვრალიყო ავტომანქანის მოძრაობის დროს და ვერ გაეგო. ასევე მიუთითა, რომ იმ ადგილას არის ავტომანქანის საპარკინგე ადგილი, სადაც არის ე.წ. ,,სტაიანშიკი“, რომელსაც ფულს აძლევს ავტომანქანისთვის ყურადღების მისაქცევად. მან ასევე აღნიშნა, რომ თავიდან იფიქრა ქურდობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც შეცდა, ვინაიდან სარკე იყო მორყეული. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა ხსენებული ოქმი, რომლის ბოლოში არის მინაწერი ,,ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს მ---------–--ე.“ ოქმი შედგენილია გამომძიებელ ე----------------ას მიერ.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 16 მარტის ექსპერტის N2------ დასკვნით ირკვევა, რომ:

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2014 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმის წინა გვერდზე არსებული ხელნაწერი, ამავე ოქმის მეორე გვერდზე არსებული ხელნაწერი (გარდა ჩანაწერისა ,,ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“) და ხელმოწერა ე---------ას სახელით შესრულებულია ე----------------ას მიერ.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2014 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმის წინა გვერდზე ტექსტის ბოლოს მ---------–--ის სახელით არსებული ხელმოწერა, ამავე ოქმის მეორე გვერდზე არსებული ჩანაწერი ,,ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ და მასთან არსებული ხელმოწერა მ---------–--ის სახელით შესრულებულია მ-----–---------–--ის მიერ.

 

2012 წლის 29 მაისის N6----- ბრძანებით დასტურდება, რომ პოლიციის უ----------–----------ი ე----------------------------ა (პ/ნ 3----------) დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დ-----------------–--–--გამომძიებლად და გათავისუფლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით, ე----------------ა გადაყენებულ იქნა საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დ-----------------–--–--გამომძიებლის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

2015 წლის 15 თებერვლის პატაკით ირკვევა, რომ ე----------------ას 2014 წლის 28 ოქტომბერს შესასრულებლად დაეწერა N2------ შეტყობინება, მ-----–---------–--ის ავტომანქანის სარკის ქურდობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა მ-----–---------–--ესთან ზეპირი გასაუბრების ოქმი. მ-----–---------–--ემ აღნიშნა, რომ უკანა ხედვის სარკე მის ავტომანქანას ჰქონდა მორყეული, რომელიც დაიკარგა და გამორიცხა ქურდობის ფაქტი. აღნიშნულზე გამოძიება არ დაწყებულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, რაც შეთანხმებულია საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან. გამომძიებელმა პატაკით ითხოვა N2------ შეტყობინებისა და თანდართული მასალების ჩამოწერა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ე----------------ას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მიეკუთვნება სამოხელეო დანაშაულს, რომლის ობიექტს წარმოადგენს საჯარო სამართლის სფეროში წარმოშობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან. ე----------------ა 2012 წლიდან მუშაობდა რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილების დ-----------------–--–--გამომძიებლის თანამდებობაზე, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და თავისი საქმიანობა უნდა წარემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ტერიტორიული დანაყოფების სწორად ფუნქციონირების მიზნით.

 

სამოხელეო დანაშაულის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია სათანადო ნორმატიული აქტით. კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ წარმოადგინა 2013 წლის 01 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N--- ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ---------------------–--, დ-----------------–--–--გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ. ხსენებული ბრძანების შესაბამისად, ე----------------ას ევალებოდა მ-----–---------–--ის მიერ 2014 წლის 28 ოქტომბერს დანაშაულის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირება და ინფორმაციის შეკრება-დამუშავება, რაც განახორციელა კიდეც ე----------------ამ, კერძოდ, დათვალიერებულ იქნა კამერის ჩანაწერები, გამოიკითხა განმცხადებელი და ადგილზე მყოფი ე.წ. ,,სტაიანშიკი“, შედგენილ იქნა ზეპირი გასაუბრების ოქმი, რა დროსაც თავად ინიციატორმა გამორიცხა ქურდობის ფაქტი და ხსენებული დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით.

 

პლატას მიაჩნია, რომ ე----------------ამ, როგორც დეტექტივის თამაშემწე-გამომძიებლმა ჩაატარა ყველა მოქმედება, საქმის შემდგომი მსვლელობისთვის. გარდა, ამისა ე----------------ას მიერ მიცემული ჩვენება მის მიერ ჩატარებულ მოქმედებებთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია როგორც ფაქტის შემსწრე მოწმეების ი-------------–---–ისა და მ----------------–---ის ჩვენებებთან, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და წერილობით მტკიცებულებასთან - პრაქტიკანტის დღიურთან, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის ქმედებები, რომელიც ე----------------ამ განახორციელა მ-----–---------–--ის შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით.

 

პალატას ასევე სარწმუნოდ მიაჩნია, მოწმე გ---------------–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანდა გამოსახულება და ავტომანქანასთან ვინმეს მიახლოებას აუცილებლად შენიშნავდა. გარდა ამისა ზემოაღნიშნული N----ე ბრძანების თანახმად, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დ-----------------–--–- გამომძიებლები, რა პოზიციაზეც მუშაობდა ე----------------ა, სამსახურებრივად ექვემდებარებიან დ----------------------–- და უზრუნველყოფენ დ---------------------–-- დავალებების შესრულებას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე ე----------------ასთან ერთად იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს პ------–------------–--ის უ-------------------–- მ----------------–---ი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების მიზნით საკმარისად მიიჩნია ის ქმედებები, რაც განახორციელა ე----------------ამ და სხვა დავალება არ მიუცია მისთვის.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2015 წლის 15 თებერვალს ე----------------ამ პატაკით მიმართა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უ-------------------–-ს მ----------------–---ს საქმის ჩამოწერის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქმეზე არ დაწყებულა გამოძიება, რაც შეთანხმებული იყო საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან. ხსენებული პატაკის საფუძველზე კი მ----------------–---მა ჩამოწერა მასალები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ე----------------ას ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა დანაშაულად თუ ე----------------ა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას გამოიყენებდა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით და თუ ე----------------ას ქმედებით არსებითად დაირღვეოდა მოქალაქე მ-----–---------–--ის ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ ე----------------ამ თავის სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

რაც შეეხება ბრალდებას, რომ თითქოსდა ე----------------ამ გამოძიება არ დაიწყო გაუხსნელი დანაშაულის შემცირების მიზნით, პალატა ყურადღებას მიაქცევს კ------------------–--ის მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას, სადაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ გამომძიებელს კავშირი არ აქვს სტატისტიკასთან და გამოძიების დაწყების ან გამოძების დაწყებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არანაირი უპირატესობა არ ენიჭება. ასევე გასათვალისწინებელია ლ-–------–---ას მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ გამომძიებლის ინტერესია საქმის გახსნა, თუმცა თუ საქმე ვერ გაიხსნება ამაზე საყვედურის გამოცხადება არ ხდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაუხსნელი საქმის არსებობა ე----------------ასთვის რაიმე სახით შემაფერხებელ და ხელის შემშლელ გარემოებას არ წარმოადგენდა, რის გამოც მას შეიძლებოდა უარი ეთქვა გამოძიების დაწყებაზე. მოცემულ შემთხვევაში გამოძიბის არ დაწყება ე----------------ასთვის რაიმე სახის უპირატესობის მიმცემ გარემოებას არ წარმოადგენდა, რის გამოც ამ უკანასკნელს ექნებოდა ინტერესი რათა არ დაეწყო გამოძიება.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 101-ე მუხლის საფუძველზე, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს ინფორმაცია უპირობოდ არ წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს. ყველა ინფორმაცია ითხოვს კანონით დადგენილი წესით გადამოწმებას, ხოლო თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად არც გამოძიების დაწყების საფუძველი იარსებებს. აღნიშნული დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თბილისის ვაკე-საბურთალოს პ------–------------–--ის უ-------------------–-მ - მ----------------–---მა, რომელმაც განმარტა, რომ დღის განმავლობაში სამორიგეოში შედიოდა ბევრი ინფორმაცია, თუმცა ყველაზე გამოძიება არ იწყებოდა. შეტყობინების შემდეგ ხდებოდა ადგილზე გასვლა და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იწყებოდა გამოძიება, ხოლო თუ ინფორმაცია არ დადასტურდებოდა შემოიფარგლებოდნენ გასაუბრებით. ანალოგიური ჩვენება მისცა პოლიციის თანამშრომელმა - მოწმე კ--------------–--ემ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ე----------------ას ქმედებაში არ იკვეთება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ე----------------ას მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით გამოყენება, ან ე----------------ას მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქე მ-----–---------–--ის ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითად დაარღვევა.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ე----------------ას მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ,,დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს“. მოცემულ შემთხვევაში პოლიციის განყოფილებაში შესულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, ე----------------ა სხვა თანამშრომლებთან ერთად, დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა შემთხვევის ადგილზე შედგენილი გასაუბრების ოქმში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო ფაქტებმა. უფრო მეტიც, მოწმეების ი-------------–---–ის, მ----------------–---ის, ლ-–------–---ას ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ აღარ მიუთითა. ამდენად, სახეზე არ იყო დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რისი გათვალისწინებითაც ე----------------ას მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევაზე საუბარი საფუძველსაა მოკლებული.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე----------------ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი ე----------------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ორი ცალი CD-R დისკი - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შსს თანამშრომლის პირადობის მოწმობა - უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ე----------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

ე----------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ორი ცალი CD-R დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შსს თანამშრომლის პირადობის მოწმობა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ე----------------ას უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე