1. შეფასებას ექვემდებარება შესაფასებელ პერიოდში პროკურორის მიერ შედგენილი შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;

ბ) შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

გ) დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

დ) დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

2. დოკუმენტები მოწმდება როგორც კანონთან შესაბამისობის, ასევე მართლწერის კუთხით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა-დ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტები ვინაიდან ერთმანეთისგან განსხვავდებიან შინაარსობრივად, კანონთან შესაბამისობის კრიტერიუმები ყველა მათგანისათვის განსაზღვრულია ინდივიდუალურად, ხოლო მართლწერის სტანდარტის შეფასების კრიტერიუმები – საერთოა.

4. საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, დანართი N1-ის შესაბამისად.

5. სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გარეთ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები, დანართ N1-ში მითითებული კრიტერიუმების გარდა, შეფასდება აგრეთვე შემდეგი კრიტერიუმებით: მითითებულია თუ არა დადგენილების გამოტანის დრო (დღე, საათი) და ადგილი, კანონით გათვალისწინებული ბრალდებულის/დანაშაულის ჩამდენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაში აგრეთვე დისპოზიცია, ბრალდების ფორმულირება და დანაშაულის კვალიფიკაცი