1. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის შეფასება მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სწორად არის თუ არა განსაზღვრული კვალიფიკაცია სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად არის თუ არა მიღებული კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში გამომძიებლისათვის დროულად არის თუ არა მიცემული წერილობითი მითითება, არის თუ არა შედეგზე ორიენტირებული გამომძიებლისათვის მიცემული წერილობითი მითითება და აკონტროლებს თუ არა პროკურორი გამომძიებლისათვის მიცემული წერილობითი მითითების შესრულებას;

გ) დროულად არის თუ არა მიმართული სასამართლოსათვის შუამდგომლობით საქმისათვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე;

დ) გადამოწმებულია თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საგამოძიებო ვერსიები (მათ შორის, დაცვის მხარის ვერსია);

ე) სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დროულად და სწორი კვალიფიკაციით არის თუ არა გამოტანილი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, გონივრულ ვადაში არის თუ არა გაცნობილი დაზარალებულისთვის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში გამოტანილია თუ არა ახალი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;

ვ) სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დროულად და სწორი კვალიფიკაციით არის თუ არა გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;

ზ) სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დროულად, საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ და კანონის შესაბამისად არის თუ არა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

თ) დროულად და კანონის შესაბამისად არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე;

ი) განრიდების შეთავაზების შემდეგ პროკურორი აკონტროლებს თუ არა განსარიდებელი პირის მიერ განრიდების პირობის შესრულებას. დროულად იღებს თუ არა გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის, დევნის შეწყვეტის, დევნის განახლების, დევნის დაწყების, გამოძიების შეწყვეტის, გამოძიების განახლების შესახებ;

კ) განრიდების მიზნით საქმის სასამართლოდან უკან დაბრუნების შემთხვევაში დროულად არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება განრიდების შესახებ;

ლ) დაცულია თუ არა პროკურორის მიერ „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებით განსაზღვრული ვადები;

მ) წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის მიერ საპროცესო ხელმძღვანელობის არასათანადოდ განხორციელებით;

ნ) ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომაზე დაკავების უკანონოდ ცნობა ან ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის მიერ საპროცესო ხელმძღვანელობის არასათანადოდ განხორციელებით;

ო) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ხომ არ არის პროკურორის მიერ საპროცესო ნორმების დაუცველობა;

პ) გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების კანონიერად ცნობის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ხომ არ არის პროკურორის მიერ საპროცესო ნორმების დაუცველობა;

ჟ) სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას ან შესაგებელის წარდგენისას არის თუ არა პროკურორის მხრიდან დაცული საპროცესო ნორმების მოთხოვნები;

რ) საქმის სასამართლოში წარმართვის ეტაპზე სწორად არის თუ არა განსაზღვრული სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა მოცულობა;

ს) სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი/ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის მიერ საპროცესო ხელმძღვანელობის არასათანადოდ განხორციელებით;

ტ) არის თუ არა პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, ობიექტური, დასაბუთებული და ხომ არ გაუქმებულა იგი ზემდგომი პროკურორის ან სასამართლოს მიერ;

უ) აკმაყოფილებს თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები (შუამდგომლობა, დადგენილება) საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ფ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები დასაბუთებული/არგუმენტირებული;

ქ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები სტრუქტურულად გამართული;

ღ) სწორად იყენებს თუ არა პროკურორი გადაწყვეტილების მიღებისას ნორმატიულ აქტებს;

ყ) დროულად არის თუ არა განხილული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი შუამდგომლობა და საჩივარ-განცხადებები;

შ) ასრულებს თუ არა სახელმძღვანელო მითითებებს;

ჩ) სხვა კრიტერიუმები.

2. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული, შემთხვევით შერჩეული, სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე, როგორც წესი, 15-20 სისხლის სამართლის საქმე. თითოეული საქმე ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკული