1. შეფასების განმახორციელებელი სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აფასებს პროკურორის საქმიანობის ხარისხს და ამუშავებს მონაცემებს პროკურორისა და გამომძიებლის დატვირთვის შესახებ;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიებებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო), რომელიც აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის მენტორობის პროგრამაში, პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობის შესახებ, ასევე აფასებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის ტრენინგებში მონაწილეობისა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასების შესახებ;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია, რომელიც აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობის შესახებ;

ე) პროკურორის/გამომძიებელის უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც აფასებს პროკურორს /გამომძიებელს;

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია მუშავდება და ჯამდება საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ.

3. პროკურორის საქმიანობის ხარისხი, პროკურორის დატვირთვა და ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს შეფასების ძირითად მიმართულებებს, გარდა განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორებისა, რომლებიც ფასდებიან ერთ ძირითად მიმართულებაში – „ხელმძღვანელის შეფასება“.

4. გამომძიებლის დატვირთვა და ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებელთა შეფასების ძირითად მიმართულებებს, გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლებისა, რომლებიც ფასდებიან ერთ ძირითად მიმართულებაში – „ხელმძღვანელის შეფასება“.

5. პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება ძირითად მიმართულებებში მიღებულ შეფასებათა ჯამით, ხოლო თუ შეფასება ხორციელდება ერთ ძირითად მიმართულებაში, ამ მიმართულებაში მიღებული ქულა წარმოადგენს კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულას.

6. სხვა მიმართულებებში (პროკურორის/გამომძიებლის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები) მიღებული შედეგები პირდაპირ გავლენას არ ახდენს კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის გამოთვლაზე, თუმცა ქმნის პროკურორის/გამომძიებლის საქმიანობისა და შედეგების შესახებ სრულ სურათს და გაითვალისწინება რანგირების, წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური სახდელის დადების, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის და დათხოვნის საკითხების გადაწყვეტისას.

7. შეფასების დასრულების შემდეგ პროკურორსა და გამომძიებელს ინდივიდუალურად ეგზავნება შეფასების შედეგები, რომელშიც აისახება პროკურორის/გამომძიებლის მიერ თითოეულ მიმართულებაში მიღებული შეფასება.

8. კომპეტენციის შესაბამისი ზღვარის დაუკმაყოფილებლობა შესაძლებელია გახდეს პროკურორის/გამომძიებლის პროკურატურიდან დათხოვნის ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის საფუძველი.

9. პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია შეფასების შედეგები გაასაჩივროს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

თავი III

პროკურორის შეფასების მიმართულებები და წე