არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №120 |
|
2016 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ამ ბრძანების მიზანია იმ ნორმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ზომებს ენიჭება. მსუბუქი, არარეპრესიული და ადეკვატური ზომების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამდენად, ამ ბრძანების მიზანია არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ხელშეწყობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების ფართო გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების თანდართული წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №120 2016 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ამ ბრძანების მიზანია იმ ნორმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ზომებს ენიჭება. მსუბუქი, არარეპრესიული და ადეკვატური ზომების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამდენად, ამ ბრძანების მიზანია არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ხელშეწყობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების ფართო გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1
დამტკიცდეს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების თანდართული წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება.
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი |