მუხლი 25. 1. სამსახური ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად
თავი VI — სამსახურის მოვალეობა
2. სამსახურის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაჟიორისათვის შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის დამზადებას და გაცემას.
3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ანაზღაურებადი სტაჟიორის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების თაობაზე, რა დროსაც მას სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ანაზღაურებად სტაჟიორზე ვრცელდება სამსახურის თანამშრომლებისათვის დადგენილი ყველა სოციალური დაცვის გარანტია, გარდა სავალდებულო დაზღვევის და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებისა
მუხლი 39. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება— საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 21. სტუდენტები და სტაჟიორები— საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №358, 24.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016447 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1730829/muxli-25/