2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.

3. სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ და სტაჟირების ვადის გასვლისას სტაჟირების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სამსახურის ადმინისტრაციას.

4. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.

5. სტაჟირების გავლის საერთო კოორდინაციას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას ახორციელებს სამსახურის ადმინისტაცია.

6. სტაჟირების მიმდინარეობისას სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის (დანართი №4) მიწოდების შემდეგ, სამსახურის ადმინისტრაცია ვალდებულია სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს და სამსახურის უფროსს.