ა) პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ბ) ისმენს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის აზრს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.

2. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ (განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), სტაჟირების ვადის გასვლამდე) სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან სამსახურის უფროსს.

3. გასაუბრებაზე განიხილება ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებული პერიოდული ანგარიში (ანგარიშები) მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის დასკვნა სტაჟიორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.

5. სტაჟირების შედეგები ცხადდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).

6. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი (რომელშიც უნდა აღინიშნოს სტაჟირების ფორმა) და ირიცხება სამსახურის რეზერვში ან ინიშნება სამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე.