2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის ეტაპებს (ტესტირებისა და გასაუბრების რაოდენობას და თანმიმდევრობას);
ბ) სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;
გ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების წარმოდგენის პირობების შესახებ;
დ) ინფორმაციას კონკურსის ფორმის (არაანაზღაურებადი/ანაზღაურებადი) თაობაზე;
ე) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს თხუთმეტი დღისა, ხოლო ყოველი შემდგომი ეტაპი - წინა ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
5. კონკურსის დროს ტესტირების ჩატარებისას კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი