წინასაარჩევნო
კამპანიის
გაშუქების
ზოგადი
რეგულირებ
ა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
1. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.
2. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და დადგენილი ვადებით, იმ პირობით, რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მაუწყებლებისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები შესაბამისად ვრცელდება იმ მაუწყებლებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, რომელთა სათავო ოფისებიც განლაგებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევის