დამკვირვებელი

ორგანიზაციის

ადგილობრივი

დამკვირვებლისთვის
,პრესის

ან

მასობრივი

ინფორმაციის

სხვა

საშუალების

წარმომადგენლისა

და

საარჩევნო

სუბიექტის

წარმომადგენლისთვის

დადგენილი

მოთხოვნები

1. ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დ) მოსამართლე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირი;

ზ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

თ) საარჩევნო კომისიის წევრი;

ი) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში);

კ) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი (პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის შემთხვევაში);

ლ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

მ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

ნ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი;

ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

გ) საარჩევნო კომისიის წევრი;

დ) ადგილობრივი დამკვირვებელი, საერთაშორისო დამკვირვებელი;

ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი;

ვ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;

ზ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

თ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად, პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლად რეგისტრაცია (ასეთი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში).

თავი VIIწინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცი