1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
2. უსკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.
3. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, უსკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.
4. უსკოს, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისგან. გრანტი გამოიყენება უსკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული უსკოს ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.
6. საარჩევნო პერიოდში უ
სკოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 88-ე მუხლი