ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა კანონებით და სამართლებრივი აქტებით, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;
გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;
დ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ე) სტაჟიორი ვალდებულია სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი მოწმობის გამოყენებით.
2. სტაჟიორი ვალდებულია დანიშვნისთანავე გაეცნოს და ხელმოწერით დაადასტუროს ხელწერილი სამსახურის დებულების და შინაგანაწესის, ასევე ამ წესის გაცნობის შესახებ. ხელწერილი თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს (დანართი №3).