თავი VIII — შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა
1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.
საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1754 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4239 – ვებგვერდი, 13.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №316 – ვებგვერდი, 21.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №316
- 30.05.2024 კანონი №4239
- 01.11.2023 კანონი №3626
- 08.09.2022 კანონი №1754
წინა რედაქცია (29.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საჯქართველოს ამთავრთლობის იურიადმიულნი პირის – საჯატრო სამსახურცის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. 3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.