„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.“.
2. 29-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ ითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ რიცხოვნობაში.“.
1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო დადგენილებების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საჯარო დაწესებულების იმ სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომლებსაც ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე აქვთ სამართლებრივი ურთიერთობა აღნიშნულ საჯარო დაწესებულებასთან, არ ითვლება იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობის 10%-იან ზღვარში.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
თბილისი, 8 სექტემბერი 2022 წ. N1754-IXმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2022.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1754-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.020606.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1754-IXმს-Xმპ, 08.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.020606 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5560263/