„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრის ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი;“.
2. 55-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3071-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები1. მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სა
- მუხლი 55. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
- მუხლი 8. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3071-რს. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.019014.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3071-რს, 05.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.019014 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4246881/