1. კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს, ასევე კანდიდატის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის განმავლობაში პიროვნების საკვლევი ტესტის გამოყენების საკითხს განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტ