1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

2. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სხდომის ოქმი პირის თანამდებობაზე დანიშვნის (სასაზღვრო პოლიციაში მიღება) შემთხვევაში განთავსდება მის პირად საქმეში.

3. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთი შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაშ