1. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია სასაზღვრო პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას)  ვაკანტური ადგილის არსებობა.

2. სპეციალური საკონკურსო კომისია სპეციალურ კონკურსს აცხადებს საკადრო დანაყოფის მიმართვის საფუძველზე.

3. სპეციალურ საკონკურსო კომისიაში საკადრო დანაყოფის მიმართვის საფუძველია სასაზღვრო პოლიციის  დანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა.

4. დანაყოფის ხელმძღვანელის პირების მიერ სათანადო მიმართვის/დავალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში არსებული ვითარების, სათანადო აუცილებლობის, კანონმდებლობის მოთხოვნების და სხვა გარემოებების გათვალისწინები