1. სპეციალური კონკურსი ტარდება სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფს  სასაზღვრო პოლიციის  სპეციალური საკონკურსო კომისია;

3. სასაზღვრო პოლიციის სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი .

4. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის  მოსამსახურის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

5. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.

6. სასაზღვრო პოლიციაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი