1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური)  თანამშრომლის თანამდებობაზე მიღების (მათ შორის, კონკურსის ჩატარების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს) და სამსახურის გავლის წესსა და პირობებს (მათ შორის, სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმებსა და საფუძვლებს).

2. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილ