1. სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფი სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შეიძლება ოპერატიულ მართვაში გადაეცეს სამსახურის სისტემაში შემავალ სხვა დანაყოფს, აღნიშნული დანაყოფის ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ოპერატიულ მართვაში გადაცემის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს:
ა) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი და მიმღები დანაყოფების დასახელება;
ბ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილება;
გ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მოქმედების ფარგლები (არეალი);
დ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მართვის, ლოჯისტიკისა და სხვა საკითხები.
2. ოპერატიულ მართვაში გადაცემის დროს, სამსახურის სისტემაში შემავალი ერთი დანაყოფი გადადის სამსახურის სისტემაში შემავალი მეორე დანაყოფის დაქვემდებარებაში და ასრულებს ამ დანაყოფის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრულ კონკრეტულ ამოცანებსა და დავალებებ