1. მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის  გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2.  თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე,  ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამსახურის შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარებ