1. სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

2. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომის ანაზღაურება.

3. სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტებისგან და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება სამსახურის თანამშრომელს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი