თავი IV — სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
1. სამსახურის ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
2. სამსახური ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიურო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“, მუხლი 24, №35, 07.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6128572/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია