1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კანდიდატის შეფასება სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.
2. კონკურსის პროგრამა, პირობები, კანდიდატის შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი განისაზღვრება შესაბამისი საკონკურსო კომისიის ოქმებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტ