1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) დოკუმენტაციის შერჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) ტესტირება;

დ) გასაუბრება;

2. კონკურსის ფორმას (დოკუმენტაციის შერჩევა, ტესტირება, გასაუბრება), თემატიკას, პირობებს და ჩატარების გრაფიკს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე.

4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვებ