1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის წევრთაგან, კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).

2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:

ა) უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას;

ბ) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

გ) უზრუნველყოფს კონკურსანტების განცხადებების მიღებას;

დ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:

ა) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;

გ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.

4. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

5. მდივანი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.

6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილები