1. განცხადებათა მიღება იწყება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებისთანავე და მთავრდება იმავე განცხადებაში მითითებული საბოლოო დღის 18:00 საათზე.
2. განცხადებების მიღების შემდეგ კომისია ახდენს განცხადებებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საბუთების) გადამოწმებას.
3. კონკურსანტის მიერ საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი საბუთები გადამოწმების შედეგად არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირის კონკურსში მონაწილეობის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.
4. დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებიც დაიშვებიან კონკურსში მონაწილეობისათვის.
5. კონკურსში მონაწილეთა სიის განსაზღვრის შემდეგ, კონკურსანტებზე გაიცემა კონკურსანტის ფურცელი ფოტოსურათით, მისი სახელის, გვარისა და რეგისტრაციის ნომრის მითითებით. კონკურსანტის ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
6. კონკურსანტი კონკურსანტის ფურცლის მიღებას ამოწმებს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით. ამ წესით დადგენილი პროცედურით ფურცლის მიუღებლობის შემთხვევაში, კონკურსანტი არ დაიშვება კონკურსზ