1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის  დამატების  საჭიროების  შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებას და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია.

2. კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (hr.gov.ge) საშუალებით. კონკურსის ჩატარების დღე მიეთითება გამოქვეყნებულ საკონკურსო განცხადებაში.

3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესასრულებელ სამუშაოს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას.

4. კომისიის სხდომის ჩატარების დღე განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიე