1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსსა და საჯარო მოხელეთათვის ატესტაციას ატარებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

3. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო).

4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ (შეიძლება შედიოდნენ): პროფესიული კავშირის წევრი(ები); მოწვეული დამოუკიდებელი სპეციალისტი(ები). კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია), საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილ