1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის აპარატი (სამდივნო) (შემდგომში-აპარატი).
2.
აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და ეფექტური წარმართვის მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადების მიღებას;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
დ)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ე)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
ვ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე აპარატის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ადამიანის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახურის თანამშრომლები.
4.
კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
5.
კონკურსის ან/და ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.01.2016
მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 3. კომისიის მიზანი და ფუნქციები
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე წინამდებარე დებულების შესაბამისად
- მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
- მუხლი 12. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №5, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2706290/muxli-8/