1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. საკრებულო უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს გამგებელი წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევბში.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში საჭირობისამებრ შესაძლებელია შევიდნენ მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
5.
დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.
6.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
7.
პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში / ატესტაციაში;
8.
კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
9.
იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება, იგი არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მოხელეთა ანაზღაურების საშუალო თვიურ ოდენობას.
10.
კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრის და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
11.
კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრი, ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.01.2016
მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 3. კომისიის მიზანი და ფუნქციები
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე წინამდებარე დებულების შესაბამისად
- მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
- მუხლი 12. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №5, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2706290/muxli-4/