1.
საჯარო კონკურსს, მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი;
2.
კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge)მეშვეობით.
3.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი.
4.
შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა)
დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ)
შესასრულებელ სამუშაოს;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ)
კონკურსის ეტაპებს;
ზ)
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადას;
თ)
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;
ი)
კომისიის მისამართი;
კ)
დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაციაც
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.01.2016
მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე წინამდებარე დებულების შესაბამისად
- მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 11. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
- მუხლი 12. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 14. განცხადების გადარჩევა
- მუხლი 15. წერითი დავალება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №5, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2706290/muxli-10/