1. კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად.

2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად.

3. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს მის წარდგენაზე.

4. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

5. კონკურსის შედეგების მიხედვით პირის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, დანიშვნა ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით.

6. თუ კომისიამ უარი განაცხადა კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ ვაკანსიაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

2.
თავი IV

ატესტაც