სააგენტოს მიერ აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირება ხორციელდება ხუთ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცესი (სერტიფიკატის მიღებაზე ინტერესის გამოხატვა);
ბ) II ეტაპი – დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება;
გ) III ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება;
დ) IV ეტაპი – სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება;
ე) V ეტაპი – სერტიფიკატის გაცემისას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (შემდგომში – AIP) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების სტატუსისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება