1. მართვის სისტემის სახელმძღვანელოში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვული შემდეგი საკითხები:
ა) სერტიფიკატის მფლობელის პერსონალის პასუხისმგებლობის სფეროები და ორგანიზაციაში ანგარიშვალდებულების საკითხი, პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე პირდაპირი ანგარიშვალდებულების ჩათვლით;
ბ) უსაფრთხოების პოლიტიკა;
გ) საწაფის საქმიანობასთან დაკავშირებული საავიაციო საფრთხის იდენტიფიცირების წესი, მისი შეფასების და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის მეთოდები, რისკის შემცირებისაკენ მიმართული ქმედებების და მათი ეფექტურობის შემოწმების ჩათვლით;
დ) პერსონალის სწავლება და მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
ე) მართვის სისტემის ყველა პროცესის და პერსონალის მოვალეობების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და დოკუმენტირება;
ვ) დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის პროცედურა;
ზ) ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობის სისტემა (compliance monitoring system), რომელიც მოიცავს პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე ნაკლოვანებების შესახებ ანგარიშგებას, რაც საჭიროა გამოსასწორებელი ქმედებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
2. სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაციის მართვის სისტემა უნდა იყოს შედგენილი იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს ორგანიზაციის ზომა, მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროპორციული საფრთხის ფაქტორები და მასთან დაკავშირებული რისკები