1. კომერციული პილოტი უფლებამოსილია III-IV თანრიგის სხ-ზე გადაისწავლოს ნაფრენის ოდენობის მიუხედავად. მოყვარული პილოტი უფლებამოსილია IV თანრიგის სხ-ზე გადაისწავლოს ნაფრენის ოდენობის მიუხედავად, III თანრიგის სხ-ზე კი – 200 სთ. ნაფრენის არსებობისას.
2. III-IV თანრიგის სხ-ზე მეთაურის კურსით გადასწავლების უფლება ეძლევა იმ პილოტს, რომელსაც I-IV თანრიგის სხ-ზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 500 სთ.
3. II თანრიგის სხ-ზე გადასწავლების უფლება ეძლევა იმ პილოტს, რომელსაც I-IV თანრიგის სხ-ზე აქვს 1000 სთ. ნაფრენი.
4. II თანრიგის სხ-ზე მეთაურის კურსით გადასწავლების უფლება ეძლევა იმ პილოტს, რომელსაც I-III თანრიგის სხ-ზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 1000 სთ.
5. I თანრიგის სხ-ზე გადასწავლების უფლება ეძლევა იმ პილოტს, რომელსაც I-III თანრიგის სხ-ზე აქვს 1500 სთ. ნაფრენი.
6. I თანრიგის სხ-ზე მეთაურის კურსით გადასწავლების უფლება ეძლევა იმ პილოტს, რომელსაც I-II თანრიგის სხ-ზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 500 სთ.
7. საფრენოსნო ეკიპაჟის სხვა წევრს, ერთი თანრიგით უფრო მაღალ სხ-ზე გადასასწავლად უნდა ჰქონდეს 500 სთ, ორი თანრიგით უფრო მაღალზე – 1000 სთ. ამ (საიდანაც გადაისწავლიან) ან უფრო მაღალი თანრიგის სხ-ზე ნაფრენი. ერთი და იმავე თანრიგის სხ-ზე გადასასწავლად ნაფრენის ოდენობა არ იზღუდება.
8. ამ მუხლის მიზნებისათვის, უფრო მაღალი თანრიგის სხ-ად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომლის თანრიგის განმსაზღვრელი რომაული ციფრი, ამ „წესების“ 34-ე მუხლის შესაბამისად, უფრო ნაკლები