1. I-IV თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 300 სთ.

2. V თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი 50 სთ.
3. პილოტი შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი 200 სთ.
4. ავიასპეციალისტი შეიძლება გახდეს ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი და ნაოსანი-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს, შესაბამისად, ბორტინჟინრად ან ნაოსნად ნაფრენი 300 სთ.
5. პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, V თანრიგის სხ-ზე გადასწავლებისას უფლებამოსილია გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, შესაბამისად, ამ ტიპზე ნაფრენის გარეშე, მეთაურად მწყობრში შესვლასთან ერთად; ამისათვის მას უნდა მიეცეს დამატებითი წვრთნა ინსტრუქტორის სავარძლიდან.
6. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი, სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას, შეიძლება გახდეს ამ ტიპის ინსტრუქტორი 50 სთ. ნაფრენის შემდეგ.
7. ნაოსანი-ინსტრუქტორი, სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას, შეიძლება გახდეს ამ ტიპის ინსტრუქტორი მწყობრში შეყვანისას.
8. სააგენტოს მფრინავი-ინსპექტორი უფლებამოსილია გახდეს ინსტრუქტორი სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ნაფრენის გარეშე, თუ მას ამ სახეობის სხ-ის ნებისმიერ ტიპზე აქვს ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნა. ამასთან, პილოტ-ინსპექტორს, მწყობრში შესვლისას, უნდა მიეცეს დამატებითი წვრთნა ინსტრუქტორის სავარძლიდან.
9. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც აქვს ორი წლის საფრენოსნო სტაჟი და სხ-ის ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ. ნაფრენი.
10. ბორტოპერატორ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტოპერატორის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც აქვს სხ-ის ამ ტიპზე ბორტოპერატორის რანგში შესრულებული ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სრულციკლიანი არანაკლებ 50 ფრენა.
11. ბორტრადისტ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტრადისტის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც აქვს სხ-ის ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ. ნაფრენი.
12. პიროვნებამ არ უნდა განახორციელოს ფრენის ინსტრუქტაჟი მოწმობის გასაცემად და ოსტატობის მისანიჭებლად, თუ:
ა) ამ პიროვნების მოწმობაში არ არის პილოტ-ინსტრუქტორის, ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა.
13. პილოტის-ინსტრუქტორის, უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა მოქმედია 3 წლის განმავლობაში.
14. ოსტატობის შესანარუნებლად პილოტ-ინსტრუქტორმა, ან უფროსმა პილოტ-ინსტრუქტორმა უნდა იფრინოს არანაკლებ 50 სთ, ბოლო და ყოველ მომდევნო წელს პილოტ-ინსტრუქტორის რანგში უნდა იფრინოს სულ ცოტა 15 საათი, ან შეასრულოს 20 აფრენა-დაფრენა.
15. საწაფის ინსტრუქტორის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
ა) ფლობს ან ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას;
ბ) გამოცდილება. პილოტის რანგში ნაფრენი 1500 სთ (თვითმფრინავზე) 1000 სთ (შვეულმფრენზე);
გ) სააგენტოს წერილობითი დადასტურების მიღების განაცხადის წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში პრაქტიკული შემოწმების გავლა საწაფის განცხადებულ ტიპზე, 3სთ-ის ოდენობით.
16. სააგენტოს წერილობითი დადასტურების მოქმედების ვადაა 3 წელი. ვადის გასაგრძელებლად, შეასრულოს საწაფზე ინსტრუქტორად მუშაობის 50 სთ, საიდანაც 15 საათი უნდა იყოს ბოლო 12 თვის განმავლობაში და გაიაროს პრაქტიკული მუშაობის შემოწმება.
17. ყველა პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ვალდებულია გაიაროს ინსტრუქტორის მომზადების თეორიული კურსები სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაშ