1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სდ-ის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უშუალო უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სასწავლო პროგრამებში შემავალი საგნების მასწავლებელი შეიძლება იყოს:
ა) საავიაციო-პირველადი განათლების მქონე ავიასპეციალისტი;
ბ) უმაღლესი განათლების მქონე არასაავიაციო სპეციალისტი, რომელსაც აქვს სამოქალაქო ავიაციის სდ-ში წასაკითხის მომიჯნავე საგნების სწავლების სამწლიანი სტაჟი.
2. მასწავლებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს საკუთარი სპეციალობით მუშაობის შემდეგი სტაჟი:
ა) სხ-ის ეკიპაჟის წევრს – 5 წელი ან 3 წელი ინსტრუქტორის რანგში;
ბ) სმ მეთვალყურესა და ავიადისპეტჩერს – 5 წელი მეთვალყურის (ავიადისპეტჩერის) რანგში;
გ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს – 5 წელი ინჟინრის რანგში.
3. კანდიდატი სააგენტოში შემდეგ საბუთებს წარადგენს:
ა) განცხადებას და სდ-ის ან ავიასაწარმოს ხელმძღვანელის შუამდგომლობას (დანართი №13 და №14);
ბ) განათლების დამადასტურებელ საბუთებს;
გ) სასწავლო საგნის მასალებს (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი, ან ელექტრონული ვერსია).
4. სააგენტო ამოწმებს სახელმძღვანელო მასალასა და კანდიდატის მიერ ლექციის ჩატარების უნარს, საგნის რომელიმე თემის მიხედვით, და, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გასცემს „მასწავლებლის მოწმობას“ (დანართი №10).
5. მასწავლებლის მოწმობაში მითითებულ უნდა იქნეს ყველა ის საგანი, რომელთა სწავლების უფლება ენიჭება კანდიდატს.
6. „მასწავლებლის მოწმობა“ გაიცემა არა უმეტეს 3 წლის ვადით.
თავი VI
ავიასპეციალისტების მოწმობების უწყებრივი რეესტრ