1. IV თანრიგის სხ-ის პილოტს მეთაურად მომზადების უფლება ეძლევა 1000 სთ. საერთო ნაფრენის დროს, ამასთან, სხ-ის ამ ტიპზე უნდა ჰქონდეს 500 სთ. ნაფრენი.
2. III თანრიგის სხ-ის პილოტს მეთაურად მომზადების უფლება ეძლევა 1500 სთ. საერთო ნაფრენის დროს, ამასთან, სხ-ის ამ ტიპზე უნდა ჰქონდეს 1000 სთ. ნაფრენი.
3. თუ III-IV თანრიგის სხ-ის პილოტის მეთაურის რანგში ნაფრენი 500 სთ.-ზე ნაკლებია, მეთაურად მომზადების დაწყებამდე, ამ ტიპზე მე-2 პილოტის რანგში, უნდა იფრინოს ორმაგი ოდენობა იმ ნაფრენისა, რაც 500 სთ-მდე აკლია.
4. I-II თანრიგის სხ-ის პილოტს მეთაურად მომზადების უფლება ეძლევა ამ ტიპზე შემდეგი ნაფრენის დროს:
ა) 1500 სთ, თუ მას მეთაურის რანგში ნაფრენი არა აქვს;
ბ) 1000 სთ, I-II თანრიგის სხ-ზე მეთაურის რანგში 1000 სთ-ზე ნაკლები ნაფრენისას;
გ) 500 სთ, I-III თანრიგის სხ-ზე მეთაურის რანგში 1000 სთ. და მეტი ნაფრენისას.
5. თვითმფრინავიდან შვეულმფრენზე და პირიქით გადასწავლებისას, ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების გარდა, მეთაურად მომზადების დაწყებამდე, სხ-ის ამ ტიპზე ნაფრენი უნდა იყოს არანაკლებ 500 სთ.
6. მეთაურად მწყობრში შესვლის პროგრამის დასრულების შემდეგ, პილოტი ვალდებულია იფრინოს გამოცდილ მეორე მფრინავრთან (ამ კონკრეტულ ტიპზე მინიმუმ 500 სთ ნაფრენი) ერთად სულ მცირე 200 ს