1. პირს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება ენიჭება, თუ:

ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას;

ბ) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სწავლებისა და მომზადების უფლებამოსილებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის რანგში, ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) დაადასტურებს, რომ ინსტრუქტორობის კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 100 სთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება მოქმედია მანამ, სანამ პირი ინარჩუნებს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მოქმედ კვალიფიკაციას.

3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელი, ზსხ-ის იმ კლას(ებ)-ზე, რომელზეც დაშვებასაც ფლობს, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი, გარდა ზსხ-ის პილოტის იმ ინსტრუქტორებისა, რომელთა სწავლებაც თვითონ განახორციელა:

ა) კომპეტენციის შეფასება და შემოწმება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების და განახლების მიზნით;

ბ) კომპეტენციის შეფასება და შემოწმება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორისთვის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატების მიზნით.

4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაშ