1. დისტანციური პილოტი, რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას ახორციელებს ‘‘ღია“ და „სპეციფიკურ“ კატეგორიაში, უნდა იყოს, არანაკლებ 16 წლის;
2. მინიმალური ასაკის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ დისტანციურ პილოტზე, რომელიც:
ა) ამ წესის II თავის შესაბამისად (A1) ქვეკატეგორიაში ახორციელებს ამ წესის 52-ე მუხლში განსაზღვრული C0 კლასის უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას, რომელიც წარმოადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა- სათამაშოს;
ბ) ახორციელებს 250 გ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე თვითნაკეთი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას;
გ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას ახორციელებს დისტანციური პილოტის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით და ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
3. მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაცის ფარგლებში დისტანციური პილოტების მინიმალური ასაკი შეადგენს 14 წელ